უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
საზოგადოება
16 ივლისი, 2020 19:05
აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა
თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა.
დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო.
დაჭრილი მამაკაცის შვილი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.