უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივლისი, 2017 18:00
font-size

აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ვერავის დაეკისრება - ლევან ჟორჟოლიანი

კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ვერავის დაეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი ჩამოინგრა და გამვლელ გოგონას დაეცა.

ჟორჟოლიანისთვის უცნობია, ვინ ჩაატარებს ცენტრის აღდგენით სამუშაოებს.

„შენობა კახიძის ცენტრს ეკუთნის და ფასადის რეკონსტრუქცია 30 წლის წინ მოხდა, შესაბამისად პასუხისმგებლობა ვერავის დაეკისრება. ეს იყო უბედური შემთხვევა. ვინ ჩაატარებს აღდგენით სამუშაოებს, კონკრეტული პასუხი არ არსებობს. როგორც ვიცი, ვატო კახიძემ წერილით მიმართა მერიასა და სამინისტროს. წერილზე რეაგირება მოხდება. ფასადის აღდგენაზე ვიმსჯელებთ სხვა უწყებებთან ერთად“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
გუშინ აღმაშენებლის გამზირზე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის ფასადის ნაწილი ახალგაზრდა ქალს დაეცა. ის ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულის ახლობლები კედლის ჩამონგრევაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ.

დღეს ცენტრის დირექტორმა ვახტანგ კახიძემ კულტურის სამინისტროს დახმარებით მიმართა. მისი თქმით, ცენტრს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხა არ აქვს. კახიძემ აღნიშნა, რომ ბზარები ორი დღის წინ მომხდარი მცირე მიწისძვრის შედეგად გაჩნდა.

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი