უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 დეკემბერი, 2018 12:50
font-size

აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მიმდინარე სამ წლიანი პროგრამის მესამე მიმოხილვა ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი" საქართველოს პროგრამის მესამე მიმოხილვა დაასრულა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ქვეყნის ხელისუფლების პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, ხორციელდება შეუფერხებლად, რაც თავისმხრივ გონივრული მაკრო-ფინანსური პოლიტიკის და ჯანსაღი რეფორმების განხორციელების შედეგია.

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც ძლიერია, მაგრამ ეკონომიკაზე მოქმედი, შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია.

სტრუქტურული რეფორმების განხორციელების გაგრძელება აუცილებელია მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად.

ამა წლის 19 დეკემბერს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მიმდინარე სამ წლიანი პროგრამის მესამე მიმოხილვა ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა. ამ მიმოხილვის დასრულებისას საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს დე ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). შედეგად სსფ-დან ჩამორიცხვები ამ პროგრამის ფარგლებში 120 მილიონ ეს დე ერ-ს (166.3 მილიონი აშშ დოლარი) გაუტოლდება. გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამა სულ 210.4 მილიონი ეს დე ერ-ის, ანუ საქართველოს ქვოტის 100 პროცენტის ჩამორიცხვას ითვალისწინებს. მიმდინარე პროგრამა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა. პრეს რელიზი No. 17/130).

2018 წლის ბოლოსთვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებულია, ზოგი კრიტერიუმი შესრულებულია მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. პროგრამის მხოლოდ ერთი კრიტერიუმი შესრულდა ორი კვირის დაგვიანებით.

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერია, თუმცა, ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაზრდილია. ინფლაცია სამ პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს ქვემოდ ნარჩუნდება და ქვეყნის საგარეო პოზიცია ძლიერდება. მაღალი შემოსავლების და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენის შედეგად 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით ბიუჯეტის სალდო დადებითია. კრედიტის მაღალი ზრდის ფონზე, ხელისუფლებამ აამოქმედა რეგულაცია მოსახლეობის ჭარბვალიანობის შეზღუდვის მიზნით. საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია მაღალია, სექტორი ლიკვიდური და მომგებიანია, თუმცა, დოლარიცაზია კვლავ მაღალია. პოზიტიური შედეგების მიუხედავად ხელისუფლება ყურადღებით უნდა იყოს საგარეო ვითარების მიმართ და განაგრძოს რეფორმების განხორციელება ინკლუზიური ზრდის წასახალისებლად.

2019 წლისთვის შეთანხმებული ბიუჯეტის დეფიციტი მართებულად უზრუნველყოფს ნეიტრალურ ფისკალურ პოზიციას, კაპიტალური და სოციალური ხარჯების მატების ფონზე.

საშუალოვადიანი ფისკალური გეგმები, მათ შორის დაგეგმილი განათლების რეფორმა, უნდა შეესაბამებოდეს ფისკალური მდგრადობის მიზანს და ახლდეს ინსტიტუციონალური ფისკალური რეფორმები.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად კვლავ კარგ სამსახურს უწევს საქართველოს. მონეტარული პოლიტიკა კვლავაც ვითარების შესაბამისია. საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს საგარეო გაურკვევლობის ზრდის ფონზე, საქართველოს საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის გათვალისწინებით. ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე მიმართული რეგულაციები მოსაწონია, თუმცა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მათი გავლენა კრედიტის ზრდაზე.

სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი, მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევის გზაა. პრიორიტეტებს შორისაა: ახალი კანონის მიღება კორპორაციათა გაკოტრების შესახებ და კარგად შედგენილი, ყოვლისმომცველი რეფორმა საგანმანათლებლო სფეროში.

საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის - თამარ არჩუაძე

18 თებერვალი, 2020 , 11:50

სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ჩვენ ვიწვევთ ე.წ. ლოუქოსთერებს ჩვენს აეროპორტში. დაბალბიუჯე

ეკონომიკის სამინისტრომ გასულ წელს მუშაობის ტემპი მნიშვნელოვნად აამაღლა - ნათია თურნავა

14 თებერვალი, 2020 , 15:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასულ წელს ძალიან მუშაობის ტემპი ძალიან აამაღლა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა - ნათია თურნავა

14 თებერვალი, 2020 , 14:15

2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იყო მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენი ეკონომიკა, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, გაიზარდა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით და ამ ნიშნით საქართველო უსწრებ

„ბიზნესგარემო უარესდება - ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება მკვეთრად იზრდება“

14 თებერვალი, 2020 , 12:05

2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 220 049 010 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70 462

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 %-ით მეტია

14 თებერვალი, 2020 , 11:35

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8741 ლარი გახდა

13 თებერვალი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8741 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8686 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`