უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 ივლისი, 2017 18:45
font-size

აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით დღეს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც მედიანიუსს ცესკო-დან აცნობეს, კაჭრეთში ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენების აკრძალვა და საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

შეხვედრაში მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მიმართულებით მომუშავე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის წევრები.

„ამ ტიპის შეხვედრა წელს პირველად ხორციელდება. ეს არის ცესკოს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან ვმსჯელობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არჩევნების ჩატარებისთვის ძალიან საყურადღებოა და ეს შეეხება აგიტაციის წესებს, საჯარო მოხელეების მონაწილეობას აგიტაციაში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვის თემებს; ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ შედეგად, აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ამ შეხვედრაში მონაწილეობენ მათ დაწესებულებებში დასაქმებულ მოხელეებს მიაწვდიან მეტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებში მათი უფლებების შესახებ,“ - აღნიშნა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ანასაშვილმა.

ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ნათია ზაალიშვილის განცხადებით კი საკითხები, რომელიც შეხვედრაზე განიხილება არსებითად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არჩევნების სანდოობის ხარისხი დიდწილად არის დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით შეასრულებს არჩევნებში ჩართული თითოეული მხარე მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციებს.

„თითოეული უწყებისთვის თემები, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ არის ძალიან საინტერესო და სასარგებლო, ვინაიდან არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად, კანონდარღვევით გამოყენება,“ - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ.

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ორგანიზებით და სწავლების ცენტრის ჩართულობით გამართული შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს ერთგვაროვანი პრაქტიკის გაზიარებას და უწყებებისთვის ზემოაღნიშნული მიმართულებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, ხვალ დასრულდება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი