უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 ივლისი, 2025 14:18
font-size

აღმოაჩინეთ ბიზნესკურსები საქართველოს ბანკისგან - თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიანს ემსახურება ფინანსური ინსტიტუტის მიერ შქმნილი ონლაინ პლატფორმა www.businesscourse.ge , სადაც მეწარმეებისა და სტარტაპების საჭიროებებზე მორგებული კურსები მეწარმეებს ბიზნესის მართვის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში ეხმარება.

მათ შორისაა:

მდგრადი ეკონომიკა

კურსი მდგრადი პრაქტიკების დანერგვის მნიშვნელობასა და სარგებელზეა ფოკუსირებული. კურსის მონაწილეები საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებსა და რესურსების ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს გაეცნობიან, ამასთანავე გაიგებენ, როგორ შეიძლება მწვანე მიდგომამ კომპანიას გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაში შეუწყოს ხელი. კურსის ავტორია მწვანე ეკონომიკის ექსპერტი - ოთარ ანთია.

ეწვიეთ კურსს ამ ბმულიდან.

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

ამ კურსის გავლის შემდეგ, მონაწილეები რისკების შეფასებას, კონკურენტული გარემოს ანალიზს, გრანტის განაცხადების ფორმირებას და ბიზნესპროექტის სწორად წარდგენას ისწავლიან. კურსის ავტორია ლარისა პატარაია, საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი.

გაიგეთ მეტი ამ კურსზე ბმულიდან.

კონტენტის მენეჯმენტი

სწორად დაგეგმილი კონტენტ სტრატეგია ბრენდის ცნობადობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. კურსის ფარგლებში მეწარმეები კონტენტის ფორმატებსა და სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესს შეისწავლიან. ასევე გაეცნობიან ინოვაციურ ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ ვიზუალური და ტექსტური მასალის შექმნაში დაეხმარება.
კურსის ავტორია ლიანა მეტრეველი, კონტენტ სტუდია Essert Content Studio-ს დამფუძნებელი.

ინფორმაცია კურსზე ხელმისაწვდომია ამ ბმულიდან.

MS Excel-ის გამოყენება

ამ კურსზე გაიგებთ, რა კავშირი აქვს MS Excel-ს კომპანიის იმიჯთან და როგორ გიმარტივებთ იგი ბიზნესის ყოველდღიური პროცესების მართვას.

კურსი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს, როგორ შექმნათ გამართული და მარტივად გამოყენებადი ფაილები MS Excel-ის დახმარებით. ასევე, ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად, ისწავლით ბიზნესისთვის საჭირო მონაცემების დამუშავებასა და წლიურად დაგროვილი მონაცემების გამოყენებას. კურსს ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი, გიორგი დათუკიშვილი უძღვება.

კურსს ეწვიეთ ამ ბმულიდან.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ამ ბიზნესკურსით გაიგებთ, როგორ შექმნათ მარკეტინგული მასალები - ChatGPT, Gemini AI ან სხვა პლატფორმების დახმარებით, როგორ დააგენერიროთ სოც.მედიის პოსტები, მართოთ შიდა სამუშაო პროცესები უფრო ეფექტურად და სხვა. კურსსის ავტორია ინჟინერი ნანა დიხამინჯია.

კურსის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. განათლება და ცოდნა კი ბიზნესის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვქმნით რესურსებს, რომლებიც მეწარმეებს დაეხმარება, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი და გაზარდონ წარმატების შანსი ,“ — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს: www.businesscourse.ge

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

საქართველო გაეროს იმ 8 წევრ ქვეყანას შორისაა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე საგნად ისწავლება - UNESCO

13 თებერვალი, 2026 , 10:49

UNESCO-ს 2025 წლის კვლევის მიხედვით, მედიაწიგნიერება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო საგანი მსოფლიოს 194 ქვეყნიდან მხოლოდ 8 ქვეყანაში ისწავლება, საქართველო კი ამ ქვეყნებს შორისაა. კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგ

უცხოელი სტუდენტები ქვეყანას დიპლომის აღებისთანავე ტოვებენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს დემოგრაფიული სურათისთვის რისკს არ ქმნიან - ირაკლი კობახიძე

13 თებერვალი, 2026 , 10:31

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ 200 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ მათ ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტში წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი ლარი შედის, გარდა ამისა, მათ ხარჯზე, საქართველოში 10 ათასზე

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა

12 თებერვალი, 2026 , 16:22

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან „ილიაუნის სტუდენტურმა მოძრაობამ“ აქცია დააანონსა. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 12 თებერვალს, 19:00 საათზე დაიგეგმა. მათი განცხადებით, მთავრ

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა

12 თებერვალი, 2026 , 15:35

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი