უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ნოემბერი, 2016 12:35
font-size

აღმოჩნდა, რომ ნატოსა და ევროსტრუქტურების პოლიტიკასთან მიმართებაში არასწორი წარმოდგენა გვქონდა - საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიაქრო, ბრიუსელში საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტის დასრულებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიაქროს განცხადებაშია აღნიშნული, მათ ნატოსა და ევროსტრუქტურებზე არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ.

მედიანიუსი საპატრიაქროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ა.წ. 12 ნოემბერს ბრიუსელიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

როგორც უკვე აღინიშნა, ვიზიტი იყო გაცნობითი ხასიათის და მან მაღალ დონეზე ჩაიარა.
ამასთან, აღმოჩნდა, რომ ნატოშიც და ევროსტრუქტურებშიც არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის შესახებ და ჩვენც არასწორი წარმოდგენა გვქონდა მათ პოლიტიკასთან მიმართებაში რიგ თემებთან დაკავშირებით.

მაგალითად,საქართველოში სასწავლო დაწესებულებებიდან ამოღებულია რელიგიის სწავლება და, ვითომცდა დასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე, იკრძალება რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე საუბარი.

ევროკავშირის ქვეყნებში კი ეს საგანი სხვადასხვა ფორმით არის შეტანილი იმის მიხედვით, თუ სად რა მოთხოვნილებაა. მაგალითად,ბელგიაში, სადაც სახელმწიფო აღიარებს რამდენიმე მიმდინარეობას: კათოლიციზმს, მართლმადიდებლობას, ლუთერანობას, იუდაიზმსა და ისლამს, სახელმწიფო ხელს უწყობს და ფინანსურად უზრუნველყოფს ნებისმიერი ამ აღმსარებლობის მქონე მოსწავლის თუ სტუდენტის სურვილს, მიიღოს რელიგიური განათლება. ჩვენთან კი პრობლემებს ქმნიდნენ.

საქართველოში, როგორც ცნობილია, გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განმსაზღვრელი პუნქტის ჩაწერას კონსტიტუციაში, იმ მოტივით, თითქოს ეს ევროინტეგრაციის პროცესს შეუშლის ხელს.

უმაღლესი დონის არაერთ შეხვედრაზე ცალსახად ითქვა, რომ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში და თვით ზეპირ თუ წერილობით რეკომენდაციაშიც კი არასოდეს ყოფილა მინიშნებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების ხელშეწყობა, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში განისაზღვრა ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს არის ევროკავშირის სტრუქტურებისთვისაც სრულიად მისაღები მდგომარეობა.
რაც შეეხება ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში საპატრიარქოს წარმომადგენელთა აზრს, მათ განაცხადეს, რომ ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია; ეკლესია პატივს სცემს ხალხის არჩევანს და მიიჩნევს, რომ უმთავრესია:

ა)საქართველო იყოს დამოუკიდებელი.

ბ)აღსდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

გ)ქვეყნის განვითარება მოხდეს ტრადიციული ფასეულობებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. ამასთან, საქართველოს ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფოსთან იყოს ჩამოყალიბებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა.“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშით გაიხსნა

16 სექტემბერი, 2019 , 16:55

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი

„თავისუფალი საქართველო“- პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ვასაჩივრებთ

16 სექტემბერი, 2019 , 16:45

პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარკირების უკანონო ჯარიმებს ადმინისტრაციული წესით ასაჩივრებს, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ პარტია „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს. მათივე ინფორმაციით,

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა

16 სექტემბერი, 2019 , 16:45

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ლიცენზიების და ნებართვების გაცემის შეზღუდ

განწყობილია საბრძოლველად- ელენე ხოშტარია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

მისი თხოვნით მინდა ვთქვა, რომ განწყობილია საბრძოლველად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც 20-21 ივნისის ს

თბილისში ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება

16 სექტემბერი, 2019 , 15:10

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

16 სექტემბერი, 2019 , 15:10

13 -დან 15 სექტენბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იყო - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს