უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
- 18.03.2024 17:13პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს
არქივი
მოზაიკა
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ სეტყვას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში 30 აპრილს და 1 მაისს მცირე ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +23, +28; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +17, +22 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +19, +24; მთაში +14, +29; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი.
თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი,დედაქალაქში +22 გრადუსი იქნება.
ხვალ, 1 მაისს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; სანაპირო რაიონებში +20, +25 გრადუსი, მთაში +22, +27; მაღალ მთაში +19, +24 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში საღამოს საათებში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +23, +28; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +13, +18 გრადუსი.
თბილისში საღამოს საათებში ასევე, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი,დედაქალაქში +27 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი