უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 აპრილი, 2018 16:30
font-size

აღსრულების ეროვნულ ბიუროში მორიგების მაჩვენებელი იზრდება

აღსრულების ეროვნული ბიურო 2018 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.

2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 3 407 ერთეული შემთხვევა შეადგინა;

- საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 98 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;

- ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 107 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

- 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 2 490 მოქალაქეს

- 2018 წლის მარტის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8 321 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 4 072 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.

გადაამოწმე დანიშნულება - იმკურნალე უსაფრხთოდ!

19 ივლისი, 2018 , 19:28

პოლიფარმაცია არის დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტების ჭარბი, არამიზნობირივი გამოყენება. მედიკამენტების ჭარბად,არამიზნობრივად მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.პოლიფარმაციის მართვის მიზნით ახალი ინსტრუმენტი

წავკისის ქუჩაზე გრუნტის ჩამოშლი საფრთხე აღარაა

19 ივლისი, 2018 , 17:55

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წავკისის ქუჩის N11-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა, რო

სახალხო დამცველის თქმით, საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა

19 ივლისი, 2018 , 17:30

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს. პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა ხ

ვითარება საბავშვო ბაღებში სკოლებზე უფრო მძიმეა - ნინო ლომჯარია

19 ივლისი, 2018 , 17:10

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, საბავშვო ბაღებში მდგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. შესაბამისი განცხადება ომბუდსმენმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგ

თბილისში, ვაჟა-ფშაველას I შესახვევში სანიაღვრე ქსელი ეწყობა

19 ივლისი, 2018 , 15:10

ვაჟა-ფშაველას I შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას საფრთხე წლების განმავლობაში ექმნებოდა. სამუშაოების ფარგლებში, 130 გრძივი მეტრის სანიაღვ

ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

19 ივლისი, 2018 , 15:10

დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს, რომელსაც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს, დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. მისი განცხადებით, აღ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან