უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2017 18:20
font-size

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერი ერთი“ განიხილეს.

საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გამოიტანა და კანონმდებლებს შეთანხმებაში განსახორციელებელი ცვლილების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, პროექტის - „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საგრანტო შეთანხმების ცვლილების მიხედვით, იგეგმება USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხის 13,1 მლნ აშშ დოლარით გაზრდა, რაც შესაბამისად, 57,298,636 აშშ დოლარს მიაღწევს. ასევე იზრდება საგრანტო თანხის ოდენობაც - 14 მლნ 970 ათასი აშშ დოლარით. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი მიმართულებები რჩება იგივე, რაც ძირითადი საგრანტო შეთანხმებით იყო განსაზღვრული. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და გარემო. შესაბამისად, ყველა მათგანისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა იზრდება. მომხსენებლის განცხადებით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისათვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა ერთი მილიონ 700 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და 3 მლნ 260 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

კომიტეტის წევრებმა საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ამავე სხდომაზე, კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2017 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციების მოსმენას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს.

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

23 მარტი, 2020 , 12:35

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პ

ნატო ჩხეიძე: პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

22 მარტი, 2020 , 14:35

„პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად არა მარტო პარლამენტის მიმართ, რაც ისედაც სჩვევია, არამედ უპასუხისმგებლიბად თავისივე ინიცირებული 1 თვიანი საგანგებო რეჟიმის მიმართ, და ასეც აღვნიშნე

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა - ბექა დოჭვირი

21 მარტი, 2020 , 22:48

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, - ამის შესახებ მ