უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 მაისი, 2019 12:07
font-size

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორებს, საქართველოს სადაზღვევო და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის მინიმუმადე შემცირებისათვის, აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის უალტერნატივოა.

„აგროსექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ბევრი ფერმერი ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რომლის მიზანი ფერმერებისთვის რისკების შემცირება და შემოსავლის შენარჩუნებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის დახვეწისა და მასშტაბის ზრდის მიმართულებით. სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების დახმარების მიზნით, სამინისტრო მზად არის აქტიურად ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული ფერმერის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილონ.

მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულმა 169-მა ბენეფიციარმა (150-მა კახეთის რეგიონიდან, 19-მა - გორის მუნიციპალიტეტიდან) მიმართა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მიყენებული ზარალის დათვლის მიზნით, სტიქიის ზონებში უკვე მუშაობენ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აგროსექტორში სადაზღვევო კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა საჭიროებების გათვალისწინებით აგროდაზღვევის პროგრამაში ახალი კომპონენტების დამატების საკითხებზე.

საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი გამოიყო. დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 217 პოლისი, საიდანაც 3,381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება

18 ივლისი, 2019 , 14:55

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით შეხვედრა ჩატარდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით

„გახარია წადი“ - ფოთში, საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ თვალახვეული პლაკატით მივიდა

16 ივლისი, 2019 , 14:10

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „გახარია წადი“. საკრებულოს ოპოზიც

ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

13 ივლისი, 2019 , 14:17

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. ახალ თეატრს, რომ

კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

13 ივლისი, 2019 , 11:32

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. რეგიონში სტიქიური მოვლენებიდან გამოწვეული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლისა

დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019” გაიმართება

13 ივლისი, 2019 , 10:41

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრან

რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

12 ივლისი, 2019 , 12:50

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ ბ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს