უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

22 მაისი, 2020 17:40
font-size

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.

„დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. ჩვენი სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა უკვე გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი საწვავის ტალონი. დღეისათვის, საწვავის საბაზრო ფასი 1.90 -2.06 ლარის ფარგლებშია. აგროდიზელის პროგრამის საშუალებით, ფერმერები საბაზრო ფასთან შედარებით, დაახლოებით, 1 ლარამდე შეღავათს იღებენ „სოკარის“ საბითუმო ბაზებსა და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შესყიდვისას. აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში, საწვავის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენისას, 1 ლიტრის ფასი 1.16 ლარია, ხოლო საბითუმო ბაზებიდან შესყიდვის შემთხვევაში, რაც 1 500 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, საწვავის ფასი – 1.07 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აგროდიზელის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მომავალ წლებშიც განხორციელდება.

კასპის მუნიციპალიტეტში კალიის საწინააღმდეგო წამლობა ტარდება

3 ივლისი, 2020 , 15:00

სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუ

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

3 ივლისი, 2020 , 12:55

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არი

წლის ბოლომდე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 70 კილომეტრს გავხსნით - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 11:55

ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიან მონაკვეთზე, ახალი ორი ზოლის მშენებლობა დასრულებულია და დღეიდან მოძრაობა როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ცალმხრივი ხდება, - ახლად აშენებული გზა საქართველოს პრემიერ-

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ ვენახები გააშენა

3 ივლისი, 2020 , 10:52

„საქართველოს ბანკი“ მეღვინეობის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ რაჭაში, გორსა და კახეთში ვენახები გააშენა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი&ldqu

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება

2 ივლისი, 2020 , 15:38

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბიზნესის წახალისების მიზნით, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთაში „ღვინის მუზეუმი“ გაიხსნება. პროექტს შპს სამეფო მარანი ახორციელებს. კომპანია

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

2 ივლისი, 2020 , 12:55

ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა იმ მიმდინარე პროექტებში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე