უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

5 აპრილი, 2018 14:25
font-size

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაზრდილია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35%-ით გაზრდილია.

კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებულია 154.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია).

2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენს: რუსეთი (52.2 მლნ დოლარი), ევროკავშირი (42.6 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (23.2 მლნ დოლარი), თურქეთი (22.2 მლნ დოლარი), უკრაინა (16.5 მლნ დოლარი) და ყაზახეთი (11.1 მლნ დოლარი).

ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 11.8 მლნ აშშ დოლარით (38.1%) გაიზარდა, რაც ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, ყურძნის ნატურალური ღვინოების და თხილის ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, სპირტიანი სასმელები 6.6 მლნ (121.7%), ყურძნის ნატურალური ღვინოები 1.9 მლნ (61.7%) და თხილი 1.6 მლნ (13.8%) აშშ დოლარით.

2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: ყურძნის ნატურალური ღვინოები (41.9 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (32.3 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (28.5 მლნ აშშ დოლარი) და თხილი (18.6 მლნ აშშ დოლარი).

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი