უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 აგვისტო, 2017 11:45
font-size

აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში რუსეთის ფედერაციისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჩართვა რთული აღმოჩნდა -ჰააგის სასამართლო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (Iჩჩ), 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში კონფლიქტის ყველა მხარის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ცნობილია, რომ რუსეთმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე საწყის ეტაპზევე უარი თქვა.

Iჩჩ-ის პრესსპიკერ ფადი ელ აბდალას განცხადებით, ძალისხმევის მიუხედავად, აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში რუსეთის ფედერაციისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჩართვა რთული აღმოჩნდა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"საქართველოს მთავრობისაგან თანამშრომლობა ახლო პერსპექტივაშია. სამწუხაროდ, ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და „სამხრეთ ოსეთის“ პროცესში ჩართვა რთული აღმოჩნდა. თუმცა, პროკურორის ოფისმა ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება ამის მიუხედავადაც გაგრძელდება. პროკურატურის საგამოძიებო სამუშაო ნაკარნახევია დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მთავარი პრინციპებით. პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისი აგრძელებს ამ პრინციპებით ხელმძღვანელობას საქართველოს შემთხვევაშიც. ოფისი ასევე გააგრძელებს გამოძიების ალტერნატიული გზების გამოყენებას, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, პროკურატურა წარსულშიც არაერთხელ წარმატებით გამკლავებია მსგავსი სირთულის გამოძიებებს", - განაცხადა ფადი ელ აბდალამ.

ცნობისათვის, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიების დაწყებაზე ნებართვა 2016 წლის იანვარში მიიღო. საქმე ეხება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე. პრესსპიკერ ფადი ელ აბდალას თქმით, მანდატის გათვალისწინებით Iჩჩ-ის რეგისტრატურა პასუხისმგებელია მოწმეების დაცვის, განაჩენის აღსრულებისა თუ პალატის ბრძანებების შესრულების საკითხებზე, მათ შორის დაკავების ორდერის აღსრულებასა და აქტივების გაყინვაზე.

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 10:00 საათზე გამოცხადდება

11 აპრილი, 2024 , 14:23

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება - ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს - "გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!"-  წერს თამთა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი