პოლიტიკა
აგვისტოს ომის შემდეგ ზურაბიშვილი მიმტკიცებდა, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა აფხაზეთზე უარის თქმა იყო - ირაკლი ოქრუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან ერთ-ერთი საუბარი გაიხსენა.
ოქრუაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას აფხაზეთზე.
ოქრუაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ზურაბიშვილის პოზიციას იზიარებს და ამიტომ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
„სალომე ზურაბიშვილს კარგად რომ არ ვიცნობდე და დღემდე ამდენი მავნებლური რამ რომ არ ეთქვა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კიდევ არაფერს არ ვიტყოდი მასზე.
ეს ქალბატონი თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობითა და არტიკულაციით, არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი. იშვიათად შეხვდები „პარიზში აღზრდილ“ ადამიანს, რომელიც იმავდროულად პროვინციალიზმის ამხელა დოზით იყოს გაჟღენთილი. ის, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოში დარჩენილ ყველა ქართველს ზემოდან გვიყურებს, როგორც ცისფერსისხლიან პლებეებს და ყველა აქ დარჩენილ/დაბადებულს კომკავშირის პირმშოებად აღგვიქვამს, ეს ჩემთვის ახალი არაა, რადგან ასეთი რამ საფრანგეთში ხუთწლიანი ცხოვრების განმავლობაში ბევრი „მისნაირი“ ქართველისთვის შემიმჩნევია.
არასოდეს არ დამავიწყდება ცხრა წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ პარიზში შეხვედრისას თუ როგორ მიმტკიცებდა, რომ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაციაა, ანუ აფხაზეთზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა იყო. ეჭვი არ მეპარება, დღემდე იმავეს ფიქრობს. სწორად დაუდია ივანიშვილს ფსონი და „სწორი არჩევანი“ აქვს გაკეთებული მასზე. ეჭვი არც იმაში არ მეპარება, რომ ისიც ასე ფიქრობს. როგორც ამბობენ, ფერი ფერსაო. ახლა თქვენზე დამოკიდებულია, გააკეთებთ თუ არა არჩევანს ადამიანზე, რომელიც არჩევამდე უკვე იმსახურებს მინიმუმ მავნებლის სახელს. მძინარე ცხინვალი გაგვიღვიძებია თურმე, მას რომ ჰკითხოთ“, - დაწერა ოქრუაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაბომბა ცხინვალში მცხოვრები „ჩვენი მოსახლეობა“.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
13 მარტი, 2026 , 08:52
„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
12 მარტი, 2026 , 15:53
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე
12 მარტი, 2026 , 15:28
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
10 მარტი, 2026 , 12:49
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
10 მარტი, 2026 , 11:55
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
10 მარტი, 2026 , 11:20


