უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 სექტემბერი, 2019 13:50
font-size

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი 14%-იანი ზრდის ნაცვლად, მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა

აგვისტოში, საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი 14%-იანი ზრდის ნაცვლად მგზავრთნაკადი 11 პროცენტით შემცირდა. 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3,640,823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 %-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

„ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი მოგვცა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, აგვისტოში 749,000 ათასის ნაცვლად, რაც 14 % - იან ზრდას წარმოადგენს, საქართველოს აეროპორტები 583,104 ათას მგზავრს მოემსახურა. რაც თავის მხრივ, - 11% კლებას წარმოადგენს.

ხაზგასასმელია, რომ კლება, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა, არის მაქსიმალურად მინიმიზებული საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც გადაიდგა და ამჟამადაც გრძელდება რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო დაზარალებული სექტორების დასახმარებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.

აეროპორტების გაერთიანება დეტალურ სტატისტიკასაც აქვეყნებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი: 2019 წლის აგვისტო - 397,045 მგზავრი (კლება 14 %), 2019 წლის იანვარ-აგვისტო - 2,651,918 მგზავრი (ზრდა 3%).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი: 2019 წლის აგვისტო - 96,474 მგზავრი (კლება 20%)2019 წლის იანვარ-აგვისტო - 444,310 მგზავრი (ზრდა 5%).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი: 2019 წლის აგვისტო - 88,138 მგზავრი (ზრდა 22%) , 2019 წლის იანვარ-აგვისტო - 538,234 მგზავრი (ზრდა 41 %).

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები: 2019 წლის იანვარ-აგვისტო - ჯამურად 6,361 მგზავრი (ზრდა 16%).

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 13:20

მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

6 დეკემბერი, 2019 , 18:38

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის

პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

6 დეკემბერი, 2019 , 17:05

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან ცნობით, სალომე ზურაბიშვილს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`