უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 მაისი, 2018 12:45
font-size

აიკრძალება ისეთი სესხის გაცემა, როცა მსესხებელი/თანამსესხებელი ძირს მხოლოდ ვადის ბოლოს იხდის - ეროვნული ბანკის პროექტი

სესხის გამცემ კომპანიებს მოქალეებზე ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა აეკრძალებათ, როცა მსესხებელს/თანამსესხებელს მხოლოდ დარიცხული პროცენტის გადახდა უწევს, ხოლო სესხის/კრედიტის ძირს ან მის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს ფარავს.

ამ აკრძალვას ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. დოკუმენტი ჯერ განხილვის პროცესშია და ის, შესაძლოა, შინაარსობრივად და ტექნიკურად შეიცვალოს.

პროექტის თანახმად, სასურველია, რომ სესხის/კრედიტის ძირის გადახდა მსესხებლის/ თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით ხდებოდეს.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მაშინ, როცა საშეღავათო პერიოდი არ აღემატება ექვს თვეს იპოთეკურის, ხოლო სამ თვეს სხვა ტიპის სესხების/კრედიტების შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში.

გარდა ამისა, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ სესხის/კრედიტის დამუშავებისას უნდა გაითვალისწინოს სავალუტო რისკები, ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელს შემოსავალი სხვა ვალუტაში აქვს, ხოლო კრედიტი სხვა ვალუტაში, ასევე როდესაც სესხზე ცვლადი საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს.

აკრძალვები და მოთხოვნები სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ ითვალისწინებს იმას, რომ მოქალაქის გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისას და სესხის/კრედიტის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მსესხებელს/თანამსესხებელს უნდა შეეძლოს თავისი ჯამური ვალდებულებების შესრულება ჭარბვალიანობის გარეშე.

ამასთან, მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებსა და გადასახდელებს შორის სხვაობა საოჯახო მეურნეობის საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს.

ეროვნული ბანკის პროექტით, სესხის გამცემ ორგანიზაციებს შეზღუდვები უწესდება. მათთვის დაუშვებელი იქნება სესხის/კრედიტის გაცემა მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი შესწავლის გარეშე.

საფინანსო ინსტიტუტებსა და დაინტერესებულ პირებს პროექტის შესახებ ეროვნულ ბანკში საკუთარი მოსაზრებების წარდგენა სექტემბრამდე შეუძლიათ. ახალი რეგულაციები საფინანსო ინსტიტუტებისთვის 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. რეგულაციები გავრცელდება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტზე, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი