უკან

საზოგადოება

23 აპრილი, 2018 15:40
font-size

აკაკი ზოიძე აცრების სავალდებულობის მომხრეა

მე ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.

დეპუტატის თქმით, ის მომხრეა ასევე, რომ ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს.

"ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აუცრელი ბავშვების დაშვებაზე აკრძალვაც კი არის სკოლებსა და ბაღებში. მე ასეთი რეგულაციის მომხრეც ვარ, რადგან ვაქცინაცია არის შეუცვლელი მეთოდი, რათა დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, იმუნიზაცია მე-20 და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომელიც ქვეყანაში ასიათასობით ბავშვს იცავს დაავადებისა და სიკვდილისგან.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი მშობლის დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ არ აცრან ბავშვები, შეიცვალოს. ამას წერტილი უნდა დაესვას, რადგან ისინი ამით ზიანს აყენებენ არა მხოლოდ საკუთარი ბავშვების ჯანმრთელობას, არამედ გარშემო მყოფების, ყველა ჩვენგანის ჯანმრთელობას. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მშობელს ვუთხრათ - აცერით და დაიცავით თქვენი შვილები", - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, იგეგმება უკვე არსებულ ვაქცინებზე დამატება და სხვა ვაქცინების შემოტანაც, მათ შორის, ზოიძის ინფორმაციით, კალენდარში ჩაჯდება პაპილომა ვირუსის აცრაც.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი