უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 მარტი, 2018 14:20
font-size

ახალ საგადასახადო ინიციატივას ქუთაისში გაეცნენ

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საინფორმაციო კამპანიას რეგიონებში.

6 მარტს, ქალაქ ქუთაისში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინა.

"გრძელდება ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში.

როგორც ცნობილია მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას, 5%-დან 1%-მდე და ზღვარის გაზრდას 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე. დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით ისარგებლებს 120 ათასი მცირე მეწარმე. აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში", -აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ , ლაშა ხუციშილმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილი ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა

15 ივნისი, 2019 , 10:44

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 15-16 ივნისს ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ეწვევა. პრეზიდენტი ადგილობრივ ხელისუფლებასა და რეგიონის მოსახლეობას შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაცი

თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით შსს-ს ინფორმაციას ავრცელებს

14 ივნისი, 2019 , 17:35

თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პო

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

14 ივნისი, 2019 , 15:22

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი იტყობინება. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღ

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოიშალა

14 ივნისი, 2019 , 10:34

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩ

ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა

13 ივნისი, 2019 , 14:37

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში 11 საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. აღნიშნულის მიზეზი შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი სამგზავრო საბაგიროების ტექნიკური შემოწმებაა. როგორც კომპან

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

12 ივნისი, 2019 , 12:42

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, უშგული-ლასდილის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა. უწყების ცნობით, ამ დ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!