უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2017 14:25
font-size

ახალ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა - ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროს გაერთიანების შედეგად შექმნილ უწყებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაერქმევა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეერთება გარემოს დაცვის სამინისტროში არ მოხდება. პირიქით, ითქვა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება სოფლიოს მეურნოების სამინისტრო. სათაურიც ასეთი ფორმითაა წარდგენილი კანონპროექტში, თუმცა საბოლოოდ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს და გადაწყვიტოს, ეს იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გარემოს დაცვის კომიტეტთან გვექნება საუბარი და კონსულტაციები. ასევე კონსულტაციები გვექნება პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტთან და ფრაქციასთან. ამიტომ ჩვენ ჩვენს მოსაზრებას წარმოგიდგენთ, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის პოზიციაზე.

რაც შეეხება თანხებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მინდა გითხრათ, რომ ეს გარკვეულწილად არის სპეკულაციის თემა, ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. ეფექტიანობა იზომება, რა დანახარჯებით, რა რესურსებით რა შედეგს ვიღებთ. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს ამ შემთხვევაში თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება. თუმცა ოპტიმიზაცია კადრების კუთხითაც მოხდება და თანხების კუთხითაც“, - თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ანა მებურიშვილი

ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა - სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი, 2019 , 13:18

საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში

20 ივნისს შსს-ს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებების გადამეტებას გენერალური პროკურატურა იძიებს -ანრი ოხანაშვილი

13 ივლისი, 2019 , 12:40

ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შსს ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობ

კონფერენციაზე საქართველო კიდევ ერთხელ იქნა წარმოჩენილი, როგორც ლიდერი ქვეყანა - დავით ზალკალიანი

12 ივლისი, 2019 , 17:15

„ვფიქრობ, რომ ბათუმის კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო და უაღრესად მასშტაბური კონფერენცია, ჩვენ ასეთი ტიპის კონფერენცია, შეიძლება ითქვას, რომ არც გვქონია, გამომდინარე სტუმრების მაღალი

პრეზიდენტ ტუსკის სიტყვები ჩვენთვის იყო გამამხნევებელი ახალი და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად - მაია ცქიტიშვილი

12 ივლისი, 2019 , 13:11

ახალგაზრდები, რომლებიც აღიზარდნენ თანამედროვე საქართველოში, თავს აღიქვამენ ევროპის ნაწილად და ჩვენს ამოცანად მიმაჩნია დავეხმაროთ მათ ამ შეგრძნების რეალიზებაში, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა &bdquo

„ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს

11 ივლისი, 2019 , 17:21

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და შესაბამისად, მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძე "ქართულ ოცნება

ქართველი ხალხი ევროპისაგან მეტ მხარდაჭერას ელის - სალომე ზურაბიშვილი

11 ივლისი, 2019 , 16:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც მადლობას გამოვხატავთ, იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ევროპამ მიიღო ჩვენს დაახლოებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის გზავნილია, რომ ისინი ასევე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს