უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
ახალ “Aston Martin DBS“–ს საჯაროდ 18 მაისს წარადგენენ 13.05.2012 17:14

ახალი ავტომანქანა “Aston Martin DBS“–ის პირველი საჯარო წარდგინება 18 მაისს ნიურბურგრინგში გაიმართება. მას რჩეულ კლიენტებს წარუდგენენ. მათმა ნაწილმა ავტომობილის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გადაიხადა. ისინი შეკვეთილ მანქანებს 2012 წლის დეკემბერში, ან 2013 წლის იანვარში მიიღებენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მისი დიზაინი ექსკლუზიური კუპე „One-77“–ის სტილში იქნება შესრულებული. ახალი მოდელი აგრესიული იქნება. მას ახალი წინა ბამპერი, წინამორბედისგან სრულიად განსხვავებული სალონი და ბორბლის დისკები ექნება.

16–ლიტრიანი, 12–ცილიანდრიანი ძრავის სიმძლავრე კი 510–დან 550 ცხენის ძალამდე იქნება ფორსირებული. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ახალ ავტომობილში გადაცემის ახალი, ავტომატური კოლოფი იყოს გამოყენებული.