უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 დეკემბერი, 2017 10:40
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატები“ GBA არჩევნების მონიტორინგს ხმების დათვლის შემდეგ გამოაქვეყნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის 9 დეკემბრის არჩევნების თაობაზე მონიტორინგის შედეგებს ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის დასრულებისთანავე საზოგადოებისთვის ცნობილს გახდის. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017 წლის 9 დეკემბრის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების კენჭისყრის დღიდამ ამ დრომდე, საარჩევნო პროცესს აკვირდება და მონიტორინგს ახორციელებს. ამჟამად დარჩენილია ასოციაციის მმართველობითი ორგანოების - აღმასრულებელი საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და ეთიკის კომისიის კანდიდატთა ხმების დათვლის პროცესი. ხმის დამთვლელი კომისია, სხვა სადამკვირვებლო წარმომადგენლებთან ერთად, ვიდეო-დაკვირვების ქვეშ, აგრძელებს მუშაობას და პროცესი მთლიანად გამჭვირვალეა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მონიტორინგი შეეხება კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და საარჩევნო კომისიის მუშაობის პროცესის შეფასებას. ამასთან, ორგანიზაცია უკვე სწავლობს და საკუთარ შეფასებას წარმოადგენს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული იმ ვიდეო-მასალის თაობაზეც, რომელიც წარმოდგენას იძლევა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ამასთან, ორგანიზაცია აქცენტს გააკეთებს არჩევნების ჩატარების იმ რეგულაციებზე, რომელის მიხედვითაც მომზადდა 2017 წლის 9 დეკემბრის სარჩევნო პროცესი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და მხარდამჭერს მოუწოდებს, ხმის დათვლისა და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში ისეთი განცახდებებისგან, რომელიც მიმართულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატის პროფესიისა და კოლეგიალური ურთიერთობების შეგნებული სახით დისკრედიტაციისკენ. ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს საზოგადოებას, არჩევნებში მოანწილე არც ერთი მხარის განცხადება, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე, სარწმუნო ინფორმაციად არ მიიღოს.

ცნობისთვის: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნებს რეგისტრირებული 22 ორგანიზაცია აკვირდება. „ახალგაზრდა ადვოკატები“ დამკვირებელ ორგანიზაციად 2017 წლის 4 დეკემბერს დარეგისტრირდა.

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა საკითხზე ჯანსაღი დისკუსიის დაწყებას შეუწყობს ხელს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

19 სექტემბერი, 2018 , 16:00

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტისა და &bdq

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლექციების ციკლი - „მე მიყვარს კლასიკური მუსიკა“ ჩატარდება

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით და თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივით, 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში, სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველი თვის ე

წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

ვაკის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. მათ შორის, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს წყნეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ტერიტორიაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ უკვე

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე ახალი სკვერი მოეწყო

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 000 კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო ატრაქციონები, სარწყავი სისტემა და გარე განათების ქსელი მოე

თბილისის მერის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სემინარს დაესწრო

19 სექტემბერი, 2018 , 15:05

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ევროკავშირის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ სემინარს დაესწრო, რომელიც საქართველოში შრომის სტანდარტების უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხ

„კლიმატის ცვლილების პოლიტიკის კავშირი სხვა ეროვნულ სტრატეგიებთან“- ირმა ქავთარაძემ კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

19 სექტემბერი, 2018 , 15:05

თბილისში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით „ღია დიალოგი კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავების შესახებ - „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) პროცესის ინიცირება

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`