უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 აგვისტო, 2018 15:50
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პროკურატურისგან ლისის ტბის წართმევის საქმეზე, სამ მაღალჩინოსანთან ერთად, მამუკა ხაზარაძის დაკითხვას მოითხოვს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ახალ მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს განცხადებით მიმართავს და პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, წინა ხელისუფლების პირობებში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების წართმევის ფაქტზე გამოძიების პირად კონტროლზე აყვანას და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, რამაზ ახვლედიანის წინაშე ჩადენილი სისტემური დანაშაულის საქმეზე, არ დამდგარა უფლების აღმდგენი გადაწყვეტილება, საქართველოს მთავარი პროკურატურა არ ახდენს საქმეზე შედეგზე ორიენტირებულ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, რამაზ ახვლედიანისთვის სრულიად უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რატომ არ ხდება შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე მისი დაზარალებულად ცნობა, უშლის თუ არა პროკურატურას პოლიტიკური, ბიზნესს და სამართლებრივი ინტერესები, საქმეზე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დარღვეული უფლების სამართლებრივი კვალიფიკაციის შეფასების პროცესში, სახელმწიფო საქართველოს მთავარი პროკურატურის სახით, არ ახდენს საჭირო საპროცესო მოქმედებების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, რამაზ ახვლედიანის ლისის ტბის წართმევის საქმეზე, მნიშვნელოვანი წინსვლა არ არის, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით კი განხორციელებული ღონისძიებები - არასაკმარისია.

რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის დათმობის საქმეზე სწრაფი და ეფექტირი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს და 2017 წლის 13 თებერვლის განცხადებით მოთხოვნილი საქმესთან შემხებლობაში მყოფი მაღალჩინოსნების მოწმის სახით დაკითხვას გადაუდებლად მოითხოვს.

• გ. ხ, რომელიც საქმიანობდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს II განყოფილების მაშინდელი უფროსის პოზიციაზე. სწორედ აღნიშნული პიროვნების მხრიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ, სისტემატურად ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები და ისმოდა მოთხოვნა უძრავი ქონების გადაფორმებასთან დაკავშირებით. სწორედ გ. ხ.-ს ასეთი მორიგი ზარის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანი დაბარებულ იქნა მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში, სადაც მას იძულებით დააწერინეს განცხადება ქ. თბილსიის მერიისა და საქართველოს მთავრობის მიმართ ლისის ტბის უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებით.

• მ. გ, რომელიც საქმიანობდა ფინანსური პოლიციის უფროსის მაშინდელი მოადგილის თანამდებობაზე. სწორედ აღნიშნული პიროვნება დახვდა რამაზ ახვლედიანს ფინანსურ პოლიციაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიაყენა კედელთან, დაემუქრა ოჯახის წევრებისა და ახლობელი ნათესავების დაპატიმრებით და იქვე აღნიშნავდა, რომ ასრულებდა დავით კეზერაშვილის დავალებას, რომ იმავე დღეს - 2006 წლის 4 ნოემბრის, ღამის 23:00 საათამდე, თუკი რამაზ ახვლედიანი არ დაწერდა ქონების დათმობის შესახებ განცხადებას, დაიჭერდნენ არამხოლოდ მას, არამედ მ. გ-საც, რადგანაც მისივე განმარტებით, ქონების დათმობის მოთხოვნა მომდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტისგან. ამასთან, მ. გ.-მ რამაზ ახვლედიანს ადგილზე უჩვენა ქალაქის ყოფილი არქიტექტორი და შენობაში იმყოფებოდა ნოტარიუსი, რომელსაც წარსულში რამაზ ახველდიანის მიმართ დამოწმებული ჰქონდა კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და მ. გ. აცხადებდა, რომ თუკი რამაზ ახვლედიანი ხელს არ მოაწერდა ქონების დათმობის განცხადებას, დაიჭერდნენ ქალაქის არქიტექტორს და ნოტარიუსაც. ასევე, თაღლითობის ბრალდებით სხვა იმ პირებსაც, რომელიც უწყებაში დაბარებულ ან დასაბარებელთა სიაში ჰყავდათ.

• მ.ჩ, რომელიც საქმიანობდა ფინანსურ პოლიციაში გამომძიებლის პოზიციაზე. სწორედ ამ პიროვნების სამუშაო კაბინეტში შეიყვანეს რამაზ ახვლედიანი, სადაც ხდებოდა ზეწოლა და ზემოქმედება ქონების დათმობის განცხადების დაწერაზე. რამაზ ახველდიანმა სწორედ გამომძიებლის კარნახით შეადგინა ის განცხადების ტექსტი, რომელიც საქმეში წარმოდგენილია 2006 წლის 4 ნოემბრის თარიღით. გამომძიებელი ამბობდა, რომ თუკი განცხადება არ მომზადდებოდა, ყველა იმ ადამიანს დაიჭერდნენ, რომლებიც უძრავი ნივთის შეძენის პროცესში, რაიმე ფორმით მონაწილეობდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს, სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს 2006 წლის 4 ნოემბერს, რამაზ ახვლედიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარების ფაქტს, სადაც ბიზნესმენს დააწერინეს განცხადება ლისის ტბის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

ორგანიზაციის შეფასებით, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაკითხოს რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორი, დღეს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძის მოწმის სახით დაკითხვით უნდა დადგინდეს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა ბიზნეს-მოწილე და პარტნიორი იმ პროცესის შესახებ, რომელიც ქონების დათმობის პერიოდს უკავშირდება. მამუკა ხაზარაძის დაკითხვა ემსახურება მნიშვნელოვან იურიდიულ ინტერესს, ვინაიდან რამაზ ახვლედიანის მიმართ ქონების დათმობის შემდეგ, პრეზიდენტის განკარგულებით, იგივე საპროექტო პირობებით, დათმობილი ქონების მესაკუთრე გახდა სწორედ მამუკა ხაზარაძე და მისი კომპანიები. შესაბამისად, მისი დაკითხვა საქმის ყოველმხრივ შესწავლისა და გამოძიებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის: რამაზ ახვლედიანი, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ლისის ტბის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების წართმევის ფაქტზე დაზარალებულად ცნობის მოთხოვნის გარდა, საერთო სასამართლოების წესით, აგრძელებს საკუთრების ხელყოფაზე მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმების პროცესს. ამჟამად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მსჯელობს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში წარდგენილ საკასაციო საჩივარზე, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, რამაზ ახვლედიანი, კიდევ ერთ საქმეზე, კანონიერ და იურიდიულ ინტერესებში აღდგა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რამაზ ახლედიანის კომპანია „თბილისის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი - ლისის ტბის“ სააპელაციო საჩივარი, რომლის თანახმადაც, სამართლებრივი ძალისმქონედ იქნა აღიარებული ლისის ტბაზე „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის“ ლიცენზიიდან წარმოშობილი ვალდებულებები და სამართლებრივი ურთიერთობები.

NS

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2018 , 14:05

17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებ

ზუგდიდში 41800 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

20 აგვისტო, 2018 , 14:05

11-17 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული, მიმდინა

ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2018 , 14:05

18 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქ

გლდანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

20 აგვისტო, 2018 , 10:40

გლდანის რაიონში, ქუჩაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებ

თბილისში `ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის` ოფისი გაქურდეს

18 აგვისტო, 2018 , 14:00

თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

18 აგვისტო, 2018 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.  უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან