უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

30 მაისი, 2017 18:10
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ქეთევან ბექაურის კანდიდატურა წარუდგინა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვაკანტურ პოზიციაზე დასამტკიცებლად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის, ადვოკატისა და უფლებადამცველის, ქეთევან ბექაურის კანდიდატურა წარუდგინა.

ორგანიზაციამ ქეთევან ბექაურის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2017 წლის 30 მაისს, ოფიციალური წესით, უკვე წარუდგინა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქეთევან ბექაური აკმაყოფილებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და შესაძლებლობებს, სარგებლობს მაღალი პროფესიული და პიროვნული რეპუტაციით.

,,ქეთევან ბექაური ქართული საზოგადოებისა და პროფესიული წრისთვის, ცნობილი იურისტი, ადვოკატი და უფლებადამცველია, რომელიც ამჟამად საქმიანობს და მოღვაწეობს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის პოზიციაზე. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მთლიანად დაკავშირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან. გახლავთ არაერთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმის წარმომადგენელი. სასამართლო რეფორმის, ადვოკატის როლის გაზრდის, მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების და განგრძობითი იურიდიული განათლების უზრუნველყოფის პროცესში, საკუთარი წვლილი შეჰქონდა პროფესიული გაერთიანების, სხვადასხვა კომისიის წევრობითა და სამეცნიერო მოღვაწეობით. 2014-2017 წლებში, გამოქვეყნებული სამართლის აქტუალურ საკითხებზე, წარმოდგენილი აქვს 10-ზე მეტი ნაშრომი, კვლევა და მოსაზრება. მისი განსაკუთრებული მოღვაწეობა ნიშანდობლივია მოსამართლეთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე წარმოდგენილი ნაშრომებით, რომელიც არაერთი ქვეყნის შედარებით ანალიზსს მოიცავს.

ქეთევან ბექაური არის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის (მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები და მათი განმარტებები) და სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის და მასზე თანდართული მოსაზრებების თანაავტორი. 2013 და 2015 წლებში, საქართველოს პარლამენტის მხრიდა, ქეთევან ბექაური ორჯერ იქნა არჩეული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად, რაც დამატებით ხაზსს უსმევს თავის გამოცდილებას და პროფესიულ შესაძლებლობებს. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ქეთევან ბექაური, რომელიც კარგად იცნობს საერთო სასამართლოების საქმიანობას და სისტემას, წარმოდგენილი კონკურსისთვის შესაფერისი, ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატია. ამიტომაც, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ კანდიდატს.

ცნობისთვის: 2017 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის არჩევისთვის კონკურსი გამოაცხადა, რომელიც 4 ივნისს სრულდება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ ერთხელ უკვე მიიღო მონაწლეობა კონკურსში კანდიდატის წარდგენის მიმართულებით. 2017 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე ორგანიზაციის მიერ წარდგენილ შოთა ქადაგიძის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა’’, - აცხადებენ ,,ახალგაზრდა ადვოკატებში.’’

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი