უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მაისი, 2018 12:20
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების საკანონმდებლო წინადადების საჯარო განხილვები დაიწყეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა, საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების საჯარო პრეზენტაცია და განხილვა გამართეს, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგადასახადო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება და აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არანაკლებ 25 წლის ასაკისა, გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, კანონპროექტის მიღების მთავარი მიზეზია ქვეყანაში სტუდენტებისთვის შეღავათიანი ფინანსური გარემოს შექმნა არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე. აგრეთვე, დაუსაქმებელ სტუდენტთა დამატებითი წახალისება დაუბეგრავი ხელფასის მიღების სახით. კანონპროექტის მიღების მიზეზს, ასევე წარმოადგენს, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გაზიარებით, ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და მასთან ჰარმონიზაცია. სტატისკური მონაცემების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლის პარალელურად, სტუდენტთა უმრავლესობა ძირითადად დასაქმებულია კერძო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე. ამ დასაქმების უმთავრესს მოტივაციას სწავლის საფასურისთვის თანხების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ორგანიზაცია მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის მონაცემზე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით და აღნინავს, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 38 104. აქედან, სტუდენტის სტატუსი ფინანსური პრობლემის გამო შეუჩერდა 50%-ზე მეტს - 22 819 პირს, რაც ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშო მაჩვენებელია და საჭიროებს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დროულ და ეფექტურ რეაგირებას.

ორგანიზაციის საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, 82-ე მუხლის მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) ქვეპუნქტი, შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში, არ აღემატება - 6000 ლარს“.

ორგანიზაციამ სტუდენტურ საზოგადოებას საკანონმდებლო წინადადების გაცნობისა და მოსალოდნელ შედეგებზე დისკუსიის პარალელურად, გააცნო საკითხის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ონლაინ პეტიცია, რომელიც გამოქვეყნებულია ელექტრონულ გვერდზე: https://manifest.ge/main/item/2121 და მოსახლეობას მოუწოდებს სამოქალაქო ჩართულობისკენ. ღია პეტიციის ადრესატია საქართველოს პარლამენტი, რომელმაც უნდა განიხილოს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება. ამასთან, ორგანიზაცია თითოეულ სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, საკანონმდებლო წიანდადებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება/პოზიცია წარმოადგინოს წერილობით, დაასაბუთოს საკანონმდებლო წინადადების მიღების საჭიროება, რასაც ორგანიზაცია, როგორც დამატებით ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტს გადაუგზვანის.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადება სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს პარლამენტს 2018 წლის 28 მარტს წარედგინა. ორგანიზაციამ 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართა, საკანონმდებლო წინადადების განხილვა, მისი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, არ მომხდარიყო ინიციატორი მხარის მონაწილეობის გარეშე. პარლამენტის ბიუროს 3 აპრილის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვაზე დადგინდა ორი კომიტეტი - საფინანსო-საბიუჯეტო (წამყვანი კომიტეტი) და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი. ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჯარო შეხვედრები მოაწყოს უმაღლესს სასაწავლებლებში და შეხვდეს აკადემიურ საზოგადოებას. მორიგი საკანონმდებლო წინადადების მომზადება, ორგანიზაციის გუნდმა, დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში უზრუნველყო. საქართველოს უნივერსიტეტში საჯარო დისკუსიას ორგანიზაციის წარმომადგენლები: მარიამ ფირცხალაიშვილი, რუსლან ალექსიძე და გიორგი ზოიძე უძღვებოდნენ.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი