უკან

საზოგადოება

22 იანვარი, 2018 17:10
font-size

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მგგ-ის საკითხებზე სადისკუსიო შეხვედრა გამართეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებაზე სადისკუსიო მაგიდა გამართა, რომელიც საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი მხარის შეფასებას შეეხო და განხილულ იქნა თბილისის მგგ-ის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის გამჭვირვალობის, შესყიდვების პროცესის საჯაროობის, მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებისა და პირობების, შემსრულებელი ორგანიზაციის დაჯარიმების, განახლებული საპროექტო წინადადების ხარისხისა და პროცესთან დაკავშირებულ გავლენიან პირთა პირადი და ბიზნესს ინტერესების საკითხები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის მმგ-ს შექმნა რეალურად წარმოადგენს გავლენიანი ბიზნეს-ჯგუფების ინტერესებს და სახელმწიფოს მიერ მომსახურების ღირებულებისთვის ასტონომიული თანხა - 2800000-00 მილიონი ლარი არ უნდა გადაეხადა. ორგანიზაციამ ანალიზი გაუკეთა საერთო სასამართლოებიდან მიღებულ დოკუმენტაციას, რომლითაც დგინდება, რომ თბილსიის მგგ-ის განახლებული დოკუმენტი იმეორებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის (ოპერატიული) გეგმის“ იმ დოკუმენტის პრინციპებს და შინაარსობრივ მიდგომებს, რომელიც 2009 წელს იქნა, ჯერ დაწუნებული, შემდეგ მიღებული. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის მგგ-ის დოკუმენტი სახეცვლილია მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ამოღებულია „ოპერატიულობის“ კომპონენტი, ხოლო დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინა გეგმის მომზადების დროს, მომსახურების ღირებულება შეადგენდა - 18 9991.80 ლარი. მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სადავო გახდა II ეტაპის პირველი და მეორე საშუალედო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება და მათი ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნული დავა 2010 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შემსრულებელი ორგანიზაციის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა არ მომხდარა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, აღსრულების მოთხოვნებით დავა კვლავ სასამართლოში გაგრძელდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შედეგად, მერიას დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მეორე ეტაპის პირველი საშუალედო ეტაპის ღირებულების - 28 498,77 ლარის ანაზღაურება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახეზეა ერთმანეთთან დაახლოებული ჯგუფის საერთო ინტერესები, დედაქალაქის მთავრობის ყოველი ცვლილების შემდეგ თბილისის მგგ-ის განახლების წამოწყებით ერთი და იმავე დოკუმენტით მანიპულირებას და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სარგებლის მიღებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2017 წლის 21 დეკემბერსა და 2018 წლის 15 იანვარს მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, შემსრულებელი ორგანიზაცია „სიტი ინსტიტუტი საქართველო“ დაჯარიმდა ა) მეორე ეტაპზე 5600 ლარით, ბ) მეოთხე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600 და 140000-00 ლარით, ბ) მეექვსე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600-00 და 140000-00 ლარით. ამასთან, შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, მომსახურების ღირებულების გადასახდელი 2800000-00 მილიონი ლარის გადახდა, ხელშეკრულების დანართი #3-ის მიხედვით, განაწილდა შემდეგნაირად - პირველ ეტაპზე - 620000-00 ლარი, მეორე ეტაპზე - 46 0000-00 ლარი, მესამე ეტაპზე - 48 0000-00 ლარი, მეოთხე ეტაპზე - 440000-00 ლარი, მეხუთე ეტაპი არ ითვალისწინებდა თანხის გადახდას, ხოლო მეექვსე ეტაპის საბოლოო მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ შესმრულებელ ორგანიზაციას, 2018 წლის 12 იანვარს, გონივრული ვადა შესთავაზა, რაც 45-დღიანი პერიოდით შემოიფარგლა და 25 თებერვლისთვის სრულდება.

„ბატონ მერაბ ბოლქვაძეს ვერ წარმოუდგენია, თუკი პროფესიაში მყოფი ახალგაზრდები აქტიურ პოზიციას ვიჩენთ და არ ვეგუებით ფულის კეთების ტრადიციად ქცეულ პროცესს, თბილისის მგგ-ის სახელით. ჩვენი საზოგადოება დაიღალა დილეტანტებით და პროფესიის გამყიდველობით. მოვუწოდებ ბატონ მერაბ ბოლქვაძეს შეისწავლოს ჩემი და ჩემი კოლეგების პროფესიული ბიოგრაფია, ჩვენი ორგანიზაცია და იფიქროს ჩვენს წინაარმდეგ უფრო სერიოზულ სამხილებზე, თუკი ასეთი სამხილები ბუნებაშია, რადგანაც არასაკმარისი და არასერიოზული სწორედ ის მგონია, როდესაც პასუხი არ გაგაჩნია დოკუმენტურად წარდგენილ მხილებაზე და ამ მხილების საფუძვლებს „გაბოროტებაში“ ხედავ. შემსრულებელ ორგანიზაციასთან მზად ვარ ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის და ვაფასებ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძის დამოკიდებულებებს, პირადი შეურაცხყოფის გარეშე წარმართოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული იყოს ეს აზრი, ეს ჩემი და ჩემი ორგანიზაციის ყველა წევრის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. რაც შეეხება მერაბ ბოლქვაძეს, მის და მასთან ერთად, სხვა შემსრულებელი არქიტექტორების პროფესიულ სინდისზეა საჯარო ინტერესების ღალატი. მაგალითისთვის იხილეთ - მიროტაძისა და ფიზკულტურის ქუჩების მიმდებარე ტეროტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესრულებული გეგმარებითი დავალება და UNESCO-ს დასკვნა მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიუღებლობაზე“, - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა თბილისის მგგ-ის დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორის, მერაბ ბოლქვაძის შეფასების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში, 2018 წლის 18 იანვარს, თბილისის მგგ-ის საკითხებზე მსჯელობის შემდგომ, არჩილ კაიკაციშვილს „გაბოროტებული ადამიანი“ უწოდა და ორგანიზაციას მოუწოდა დოკუმენტის შინაარსში ჩაეხედა და გარკვეულიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, რუსლან ალექსიძის განცხადებით, სადავო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეოთხე ეტაპზე, როდესაც „შემსრულებელს“ დაეკისრა 140 000 ლარი ჯარიმის სახით, რაც ხელშეკრულების ღირებულების 5%-ია, დადგა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოება. ამასთან, როდესაც ჯარიმების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა გარიგების ღირებულების 4%-ს (112 000 ლარს), ხელშეკრულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გარემოება ხელშეკრულების მოშლის, თუმცა არც მოცემული შემთხვევას დაუთმო მერიამ ყურადღება. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან ფაქტია, რომ „შემსრულებელი“ ორგანიზაცია 4-ჯერ იქნა დაჯარიმებული, რაც თავის მხრივ უთითებს იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილ იქნა მნიშვნელოვანი ნაკლი. ჯარიმები დაკისრებულია არა ვადა გადაცილების, არამედ ნაკლოვანი ნივთის წარდგენის და შემდგომ მისი ვერ გამოსწორების საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული გარემოებების ერთობლიობა სრულ საფუძვლებს ადგენს, რათა ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო ხელშეკრულება.

ცნობისთვის: . „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა, ხოლო ნოემბერში გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ თვითმმართველობის ორგანოებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება. სწორედ საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციამ 2018 წლის 15 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. ორგანიზაცია მზადაა, დავა სასამართლო წესითაც გააგრძელოს.

დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ

25 იანვარი, 2020 , 17:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაცი

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

25 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერ

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარე 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

25 იანვარი, 2020 , 14:40

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ განათლების,

თურქეთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან — საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 იანვარი, 2020 , 12:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თურქეთში, ელზაგის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თურქეთში, ქალაქ სივრის

2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

25 იანვარი, 2020 , 11:35

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენ

ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა

25 იანვარი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. სამინისტროს ცნობით,შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`