უკან

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2021 16:04
font-size

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმიანება 2021 წლის 13 სექტემბერს და წინა დღეებში მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დასტურდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სავარაუდოდ უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სისტემატური და მასშტაბური ფაქტები. საია გმობს პირთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება.

მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 სექტემბერს გამოქვეყნებული ჩანაწერები ძირითადად შეიცავს სასულიერო პირების კერძო კომუნიკაციის უკანონოდ ჩაწერის და შენახვის შესახებ მონაცემებს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაცია, თუმცა 13 სექტემბერს გავრცელებული მონაცემების მასშტაბურობა მიანიშნებს სუს-ის მხრიდან მოქალაქეების ტოტალურ კონტროლზე. გავრცელებული ინფორმაციით სასულიერო პირებთან ერთად უსმენენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, აგრეთვე ადვოკატსა და კლიენტს შორის დაცულ კონფიდენციალურ საუბრებს.

ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცესა და კერძო კომუნიკაციას იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო აქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი განსაკუთრებულ კონტროლს აწესებს პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მრევლს მოძღვართან ტელეფონის მეშვეობით აქვს ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც აღსარების საიდუმლოს მიეკუთვნება. სასულიერო პირების უკონტროლო და უკანონო მიყურადება კი საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს აგრეთვე აღსარების საიდუმლოს, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი იცავს კანონმდებლობა. სავარაუდო ფარული მიყურადება/თვალთვალი ასევე არღვევს კიდევ ერთ ფუნდამენტურ სისხლისსამართლებრივ პრინციპს - ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურ ურთიერთობას, რომლის დაცვის გარეშე შეუძლებელია კლიენტის ნდობის მოპოვება და მისი საპროცესო უფლებების ჯეროვნად შესრულება.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საია წლების განმავლობაში მიუთითებე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუსაზღვრელ და უკონტროლო უფლებამოსილებაზე. არსებული კანონმდებლობა ვერ იცავს პირის პირად ცხოვრებას უკანონო ჩარევისგან. ფარული მიყურადება და თვალთვალი გავლენას ახდენს პირთა თავისუფლებაზე. წლებია საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს 2017 წლის 1 ივნისის №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს, მნიშვნელოვანია მის მიერ საკითხის გადაწყვეტა იყოს დროული და ეფექტიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად უნდა შეაფასოს გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა, თავის მხრივ, ხელი შეუწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასა და კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნას.

მიგვაჩნია, რომ წარსულში პირადი ცხოვრების ხელყოფის არაერთი გამოუძიებელი საქმე კიდევ უფრო ახალისებს და მეტ მასშტაბს სძენს სხვის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევას. ამ მიმართლებით, წლების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების არაფექტიანი მუშაობის, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა.

დადებითად ვაფასებთ მედიასაშუალებების ნაწილის გადაწყვეტილებას მაქსიმალურად დაიცვან არსებული ჩანაწერების გავრცელების პროცესში პირთა პირადი ცხოვრების უფლება. ასევე გვსურს, ჩანაწერების ფიგურანტ პირებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში, გავუწვიოთ სამართლებრივი დახმარება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით აწარმოოს დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტს კი მოუწოდებს, რომ განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და დროულად შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მათი გავლენის ფაქტებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა.

როდესაც დადგება საჭიროება, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება - რატი ბრეგაძე

20 ოქტომბერი, 2021 , 22:58

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. მისივე თქმით, სამკუ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1411 ლარი გახდა

20 ოქტომბერი, 2021 , 18:12

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1369 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნუ

ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება - მიხეილ სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2021 , 13:09

მინდა, ბოლომდე შემრჩეს საღი აზრი და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც სწორედ დამეხმარება გონზე ყოფნაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის წერილ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

20 ოქტომბერი, 2021 , 13:03

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სი

2022 წლიდან ოჯახები თბილისში, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან - კახა კალაძე

20 ოქტომბერი, 2021 , 12:39

2022 წლიდან ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღ

პროგნოზი არ არის საიმედო - ამირან გამყრელიძე

20 ოქტომბერი, 2021 , 12:31

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, დღესდღეობით

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი