უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 აგვისტო, 2017 13:33
font-size

ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის თბილისში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა

თბილისში, ქიაჩელის 14 ნომერში პირველი სოციალური კაფე გაიხსნა, სადაც მხოლოდ ახალგაზრდა მუსიკოსები არიან დასაქმებული.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ “Hელლო ჟოე”-ს სცენა ახალგაზრდულ ბენდებს ეთმობა, მომსახურე პერსონალიც ახალგაზრდა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული. სოციალური საწარმოს მიზანია, გადაჭრას დასაქმების საკითხი ახალგაზრდებში.
ესაა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, საათობრივად მიიღონ ანაზღაურება, რომელიც თავის მხრივ მორგებული იქნება მათ გრაფიკზე და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მუსიკოსებს ექნებათ საშუალება გამოიმუშავონ შემოსავალი მათთვის სასურველ დროს. “Hელლო ჟოე”-ს სტუმრები კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს მოისმენენ. გარდა ამისა, ეს კაფე შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პროდიუსერებმა დამწყები მუსიკოსები შეარჩიონ სხვადასხვა პროექტებისთვის. “Hელლო ჟოე” ორიენტირებულია 18-დან - 30 წლამდე ასაკის მუსიკოსებზე და მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჰელოუ ჯოი“განახორციელა.

სოციალური კაფეს პირველი სტუმრები სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე და კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი იყვნენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი