უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მაისი, 2019 14:45
font-size

ახალგაზრდა ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე, პოლიციამ მისი მეუღლე დააკავა, დედამთილს კი ბრალი წარედგინა

როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. მეუღლის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ცნობით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 9 მაისს მეუღლეზე - 1986 წელს დაბადებულ მ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. აგრეთვე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ამცირებდა მეუღლის პატივსა და ღირსებას. აღნიშნულის გამო, ქალმა თვითმკვლელობა სცადა და თვითდაზიანება მიიყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია. ამჟამად, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიკვეთა დაზარალებულის დედამთილის -1958 წელს დაბადებული ე.შ.-ს მხრიდანაც, რის გამოც მას ქალის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე, სსკ-ის 11 პრიმა 115-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

23 ივლისი, 2019 , 12:10

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს. „დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით

ირაკლი ოქრუაშვილის 23 ივლისს დაგეგმილ დაკითხვასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს

23 ივლისი, 2019 , 08:12

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილის 23 ივლისს დაგეგმილ დაკითხვასთან დაკავშირებითინფორმაციას ავრცელებს. „23 ივლისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში

ოთხი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე დედა და დეიდაა დაკავებული

22 ივლისი, 2019 , 16:02

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წ

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

22 ივლისი, 2019 , 15:48

18-22 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსა

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს - 15-15, ხოლო ორ წევრს 14 და 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 ივლისი, 2019 , 14:20

ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილის გატაცების საქმეზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორ წევრს - 15-15, ხოლო ორ წევრს 14 და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდ

დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების სამი წევრი

21 ივლისი, 2019 , 14:12

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. შს

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს