უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ოქტომბერი, 2022 15:57
font-size

რა უნდა გაგვიკვირდეს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ერთმანეთზე კომპრომატების გამოქვეყნებით არის დაკავებული - გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ნაფეტვრებში გეგმარებითი დავალების კორექტირების პროექტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას გამოეხმაურა. გიორგი ტყემალაძემ ოპონენტები მიზანმიმართულ ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი აქვს.

“ჩვენი ოპონენტები ისევ და ისევ დაკავებულნი არიან ცილისწამებით და ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მაგრამ რა უნდა გაგვიკვირდეს იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ერთმანეთზე კომპრომატების გამოქვეყნებით არის დაკავებული. ნაფეტვრებში სპორტული კომპონენტი უცვლელი რჩება და იქ ჩოგბურთის მოედანი და საცურაო აუზი განთავსდება. არ იცვლება არც შენობის ფორმა. ამას გარდა, თანხა, რომელიც კომპანიების მიერ დამატებით იქნება გადახდილი, დედაქალაქის ბიუჯეტში შევა. ნაფეტვრებში გეგმარებითი დავალების კორექტირების პროექტს, „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ გვარებთან აკავშირებს, რომლებსაც არანაირი შეხება ამ კომპანიებთან არ აქვთ. რეალურად აქ არის საუბარი იმ კომპანიებზე, რომლებიც წლებია სამშენებლო ბაზარზე ოპერირებენ. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული ცილისწამება და ამას მხოლოდ პოლიტიკური საფუძველი და ინტერესი აქვს“ ,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი