უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 ივნისი, 2018 12:35
font-size

ახალგაზრდების მკვლელობა უნდა გამოიძიოს კომისიამ, რომელშიც წევრთა უმრავლესობა და თავმჯდომარე თვითონ მწამებელთა პარტიიდანაა? - ირმა ინაშვილი

,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ წევრების მონაწიელეობს აპროტესტებს.

,,სად დავაშავეთ? როდის, რა მომენტში? ალბათ, ბევრი უსვამს საკუთარ თავს ამ კითხვას. ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როდესაც "ქართულ ოცნებას" მოსამართლე კუბლაშვილის ხოტბა გავუტარეთ, მერე ადეიშვილის დახასიათება,- კარგი მენეჯერი იყო, სახლში პარკეტიც კი არ ჰქონდა დაგებული, უბრალოდ, რეჟიმმა იმსხვერპლაო. ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როცა 2012-2013 წლებში მაშინდელმა პროკურატურამ, კბილაშვილის ძალისხმევით, სისხლის სამართლის დამნაშავეების "გათეთრება" და გადარჩენა დაიწყო.

ათასობით მოწმემ ჩვენება მისცა და კბილაშვილი გვარწმუნებდა,- მტკიცებულებები არ არისო. კბილაშვილის დაპატიმრება რომ არ მოვითხოვეთ, მაშინ დავაშავეთ. სააკაშვილიც გაატარეს ქვეყნიდან, ადეიშვილიც და თოფურიაც კი. ახლა თბილისის ყოფილი პროკურორი- ზოდელავა, რომელსაც, ასევე, არა ერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, დემოკრატიის მებაირაღედ დაგვასვეს თავზე. დავაშავეთ, ეს რომ მოცემულობად მივიღეთ. აღარაფერს ვამბობ ნაცმოძრაობის განაყოფ პოლიტჯგუფზე, რომელსაც აშკარად ხელისუფლებას უთმობენ. ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როცა მე ვამტკიცებდი,- გარიგება შედგა, ბოკერიას პარტიას არჩევნებში ხელოვნურად უწერენ მაღალ მაჩვენებელს და აქ ზოგიერთი ტვინიკოსი მეკამათებოდა,- არა, ამათ ძველი ინერციით მაინც ჰყავთ მხარდამჭერებიო. ჩვენ დავაშავეთ, როცა "ქართულ ოცნებას" სასამართლო მურუსიძისთვის ჩავაბარებინეთ. დავაშავეთ, როცა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოკლული ახალგაზრდების საქმეების გამოძიებას ბოლომდე არ მივაწექით. ყველა ქუჩაში არ გამოვედით, ყველა- უკლებლივ! თორემ რასაც ზემოთ ვწერ, ყველა ეპიზოდზე აქტიურობდა "პატრიოტთა ალიანსი". დავაშავეთ, ბევრჯერ და ბევრი რამ დავაშავეთ. ისიც, რომ პარლამენტი კობახიძე- ბოკერიებს ჩავუგდეთ ხელში და მდინარაძე დღეს გვეუბნება,- "ევროპულ საქართველოსთან", ცხადია, უნდა ვითანამშრომლოთ, საპარლამენტო ფრაქციააო.

ვაი, ჩვენს პატრონს, ხალხო! რაზე ვკამათობთ დღეს, აკვირდებით მაინც? ახალგაზრდების მკვლელობა უნდა გამოიძიოს კომისიამ, რომელშიც წევრთა უმრავლესობა და თავმჯდომარე თვითონ მწამებელთა პარტიიდანაა? ეს კომისია რისი გამომძიებელია? სადაა ან ზნეობა, ან მორალი, ან სამართალი საერთოდ? მკაფიოდ ვამბობ: უსამართლობა სამართალს ვერ დაამკვიდრებს! ბოროტი კაცი კეთილ საქმეს ვერ გააკეთებს! თორემ ხორავას ქუჩაზე მოკლული ბიჭების საქმის გამოძიება ყოველი ჩვენგანის ღირსების საქმეა დღეს! ვინც დამნაშავეებს მფარველობდა, იმ მავნებლების გამოვლენა და დასჯაც ყოველი ჩვენგანის ღირსების საქმეა, რომ სხვა დროს სისტემამ დაზარალებული დაიცვას და არა სისტემის ნაწილი. დამნაშავე გამოავლინოს და არა დამნაშავეს დააფაროს ხელი! მაგრამ... ხალხი, რომელიც თვითონ კლავდა და აწამებდა, ამ საქმეს როგორ გამოიძიებს?“ - წერს ინაშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს სრული კონტროლი საფინანსო ინსტიტუტებზე - სალომე სამადაშვილი

19 თებერვალი, 2019 , 17:32

ის რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფოს მიტაცება კერძო ინტერესების მიერ, არის უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტი, - განაცხადა „თიბისის“ საქმეზე პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდო

მათ აქვთ ასეთი დავალება ხელისუფლებისგან, რომ შეამსუბუქონ მამა გიორგის მდგომარეობა საზოგადოების თვალში - დეკანოზის მეგობარი

19 თებერვალი, 2019 , 15:34

დეკანოზ გიორგი მამალაძე კვლავ ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. მსჯავრდებული კლინიკაში მოინახულა მისმა მეგობარმა, ტარას შავშიშვილმა მოინახულა. შავშიშვილი დარწმუნებულია, რომ დეკანოზის მძიმე დიაგნოზს ექიმები ხელისუფლების მითითებ

იმედი მაქვს, უფრო ზურგგამაგრებული ვიქნები არგუმენტებით, რომელსაც პროკურატურა მოგვცემს - რომან კაკულია „თიბისის“ საქმეზე

19 თებერვალი, 2019 , 15:15

მოლოდინი მაქვს, რომ ლეგიტიმურ შეკითხვებს უპასუხებს თავისი გონივრულობითა და ადეკვატურობით პროკურატურა და გამოძიება. - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კა

არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკს“ არანაირი საფრთხე არ ემუქრება - ივანე მაჭავარიანი

19 თებერვალი, 2019 , 12:34

არც ანაკლიას, არც საკუთრივ „თიბისი ბანკსა“ და საფინანსო სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იყო კონკრეტულ ტრანზაქციაზე კონკრეტული შეკითხვები და მჯერა, პასუხი ზუსტად ამ ტრანზაქციაზე იქნება გასაცემი, –

გარკვეულ პირებს ყველაზე მეტად ეშინიათ მამა გიორგის თავისუფლებაში ყოფნა - მიხეილ რამიშვილი (ვიდეო)

19 თებერვალი, 2019 , 10:37

გარკვეულ პირებს ყველაზე მეტად ეშინიათ მამა გიორგის თავისუფლებაში ყოფნა, სიმართლის ეშინიათ, რომელიც უნდა განიხილოს წმინდა სინოდმა - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია  „პირველის“ ეთერში. &

არ მგონია, რომ პრეზიდენტმა რაღაცნაირად თავის თავი სასამართლოზე ზევით უნდა დააყენოს – ზურაბიშვილი შეწყალებაზე

19 თებერვალი, 2019 , 10:10

არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სა