უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მარტი, 2020 11:10
font-size

ახალი 11 შემატებული პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არ დასტურდება არც ერთთან - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გუშინ დილის შემდეგ საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან სამი მათ ცენტრშია გამოვლენილი.

ეზუგბაია ამბობს, რომ აღნიშნული სამი პაციენტის ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება.

„გუშინ დილას გვყავდა 97 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას გვყავს 108. ანუ გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან სამი დადასტურებული შემთხვევაა ჩვენი ცენტრის, დანარჩენი არის ექვსი კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებში. 108 პაციენტიდან საერთოდ 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, ანუ 58 არის დანარჩენი ექვსი ცენტრის ჯამური მაჩვენებელი.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძლიან რთულია, მაგრამ ახალი 11 შემატებული პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არ დასტურდება არც ერთთან. ჩვენი ცენტრის შემთხვევებში ინიფიცირების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა ახალ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არ არის.

„დანარჩენ შემთხვევებთან, ვიცი, რომ რამდენიმე შემთხვევაში პირველ წყარო არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივად დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

საკვანძო სიტყვები:

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი