უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2017 12:40
font-size

ახალი დოკუმენტები ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების საჭიროებას ადასტურებს - საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც, მისი აზრით, ადასტურებს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის, ზვიად ნაზღაიძისთვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის პროცედურულ დარღვევებს. კერძოდ, მოყვანილია სოფიო ქათამაძესა და შპს „ფროფერთი მენეჯენტს“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული მემორანდუმი, „ფროფერთი მენეჯმენტის“ 2015 წლის 29 ივნისის წერილი და საქართველოს ბანკის მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს საჯარო რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი.

განცხადების მიხედვით, ეს დოკუმენტები საკმარისია გამოძიების დასაწყებად.

საია მოითხოვს მერიასა და საკრებულოსგან, გამოაქვეყნონ ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.

„მედიანიუსი“ საიას განცხადებას უცველალდ გთაავზობთ:

„საიამ მოიპოვა დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც, 2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, საიას კვლევაში მოყვანილი ფაქტების უსამართლობაზე საუბრობდა. მოპოვებული დოკუმენტიდან, ერთი სოფიო ქათამაძესა და შპს „ფროფერთი მენეჯენტს“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული მემორანდუმია, მეორე „ფროფერთი მენეჯმენტის“ 2015 წლის 29 ივნისის წერილი, ხოლო მესამე საქართველოს ბანკის მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს საჯარო რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი. გვსურს მოკლედ შევეხოთ თითოეულ დოკუმენტს.

1)მემორანდუმი გაფორმებულია ორ კერძო პირს შორის და ეხება ქონებას, რომელიც იურიდიულად არცერთი მათგანის საკუთრებას არ წარმოადგენდა. 2015 წლის 3 ივნისისათვის ქონების მესაკუთრე საქართველოს ბანკი იყო. ამასთან, აღნიშნული მემორანდუმი არ წარმოშობდა თბილისის მუნიციპალიტეტისათვის რაიმე სახის ვალდებულებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების მიღება (ზვიად ნაზღაიძისათვის ყიფშიძის ქ. #2-ს მიმდებარედ არსებული ქონების ჩამორთმევა და სანაცვლოდ 971,260 ლარის გადაცემა (ნაწილობრივი უძრავი ქონების სახით));

2) შპს „ფროფერთი მენეჯმენტის“ 2015 წლის 29 ივნისის წერილი ადასტურებს, რომ იმავე წლის 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ, კომპანიამ უარი თქვა მემორანდუმში აღნიშნულ განზრახვაზე (ინვესტიციის განხორციელება). ამავდროულად, არც მემორანდუმის გაფორმების და არც სტიქიის დროს, მიწის ნაკვეთზე არ იყო გაცემული სამშენებლო ნებართვა. მემორანდუმში მხოლოდ საუბარია - საზოგადოებრივ-საცხოვრებელი ფუნქციის (სასტუმრო-სახლი) ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობაზე, რომლის მსგავსი დოკუმენტიც ნებისმიერ პირს შეუძლია გააფორმოს;

3) საქართველოს ბანკის 2015 წლის 21 ოქტომბრის წერილი ადასტურებს, რომ ბანკმა რეესტრს იმ ჩანაწერის გაუქმება სთხოვა, რომელიც 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ზვიად ნაზღაიძეს გამოსყიდვის ოფციის უფლებას უტოვებდა. წერილში შეწყვეტის საფუძვლად ვადის ამოწურვაა მითითებული. მნიშნველოვანია, რომ აღნიშნული ვადა მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნა ასახული და ასეთად 2014 წლის 1 ივლისი იყო მიჩნეული. შესაბამისად, საქართველოს ბანკის მიერ რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი კიდევ ერთი დოკუმენტია, რომელიც გამოსყიდვის ოფციის უფლების 2014 წლის 1 ივლისს დასრულებას ადასტურებს. იგივე დასტურდება საჯარო რეესტრის 2014 წლის 3 იანვრის ამონაწერით.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები მოწმობს, რომ საიას მიერ მომზადებული კვლევაში ასახული ინფორმაცია და დასკვნები არათუ უსამართლოა, არამედ კიდევ უფრო გამყარებულია ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით. შესაბამისად, ეს დოკუმენტები ხაზს უსვამს საქმეზე გამოძიების წარმოების საჭიროებას.

საია მოუწოდებს თბილისის საკრებულოსა და მერიას, რომ პროაქტიულად თავად გამოაქვეყნონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ზვიად ნაზღაიძის საქმესთან არის დაკავშირებული და საზოგადებისათვის ამ დრომდე უცნობი რჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 20 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის პრეზენტაცია გამართა სახელწოდებით „28-ჯერ უფრო ძვიურად ჩამორთმეული ქონება“. საიას შეფასებით, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის პროცედურები დარღვევებით ჩატარდა, რომლის გამო ამ საქმით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. მათივე თქმით, შესაძლოა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების ბრალეულობის საკითხიც დადგეს.

ანა მებურისვილი

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი