უკან

კომენტარი

15 მარტი, 2019 13:10
font-size

ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში -გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას თბილისისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი უწოდა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გენგეგმას დაამტკიცებენ.

„გენერალური გეგმა უზრუნველყოფს ქალაქის სწორ, გრძელვადიან, სისტემურ განვითარებას. მინდა მივულოცო თითოეულ თბილისელს. დარწმუნებული ვარ, ახალი გენგეგმით მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქალაქის სწორ განვითარებაში,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვაზე.

„ჩვენ უარს ვამბობთ K2 კოეფიციენტის გადაჭარდებაზე და ვადასტურებთ, რომ გენერალური გეგმის ფუნქციური ზონების შესაბამისად განვითარდება ქალაქი,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ დასძინა, რომ K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა ეხება აბსოლუტურად ყველა ტერიტორიას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელიც ეხება დაუმთავრებელ მშენებლობებს და ავარიულ შენობებს.

31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც ბუნებრივია, მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას - მამუკა ბახტაძე

21 მაისი, 2019 , 15:50

31 მაისს გვექნება ინტერპელაცია, სადაც მზად ვართ გავცეთ პასუხები ნებისმიერ შეკითხვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წყალტუბოში, ინტერპელაციის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპას

ჩვენ „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი - დავით უსუფაშვილი

20 მაისი, 2019 , 17:45

„შენების მოძრაობის“ მთავარი ამოცანა, „ოცნების“ დამარცხებაა და მისი მოძრაობის წევრები, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, არანაირი ტიპის აქციაში მონაწილეობას არ გეგმავენ, - ამის შე

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან - სანდრა რულოვსი

20 მაისი, 2019 , 15:40

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან, გადაედება მთელ ქვეყანას და დამთავრდება შუშის სასახლესთან, ივანიშვილის სასახლესთან,“ - ეს განცხადება სანდრა რულოვსმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან

პარტიაში ყოველთვის არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რღვევას აქვს ადგილი - კობა ნაყოფია

20 მაისი, 2019 , 15:40

არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ახალ გეგმაზე მუშაობას იწყებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ პროტესტის დიდი ტალღა დაიწყება, სანდრა რულოვსი კი ყველა

`ქართული ოცნება` და `ნაციონალური მოძრაობა` ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს - გია ხუხაშვილი

20 მაისი, 2019 , 15:05

"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთგვარ სიმბიოზად ჩამოყალიბდა - ისინი კვებავენ ერთმანეთს, ავსებენ და ინაწილებენ ძალაუფლებას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი"

უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი - გიორგი მარგველაშვილი

19 მაისი, 2019 , 12:05

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც ხალხს გაუბედა და უთხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის