უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 სექტემბერი, 2020 19:43
font-size

„ახალი ხედვის“ ორთოპედიული პროდუქტები

ორთოპედიული პროდუქტები, როგორც წესი, რეაბილიტაციურ მედიცინაში სახსრების ფიქსაციისათვის გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს მათ ეფექტურ აღდგენას. მათი საშუალებით კუნთები, მყესები და იოგები იღებენ სისხლის განსაზღვრულ ოდენობას და თავიდან იცილებენ ისეთ ზედმეტ მოძრაობებს, რომლებმაც შეიძლება გააუარესონ არსებული ტრავმები. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, სწორ ფიქსატორს შეუძლია დაგეხმაროთ მოძრაობის სრულფასოვან აღდგენაში.

რა არის ორთოპედიული ფიქსატორი

ორთოპედიული ფიქსატორი არის უდრეკი (მაგ. მყარი პლასტმასი) და რბილი მასალისაგან (მაგ. სპანდექსი) დამზადებული ნივთი, რომელიც შექმნილია სახსრის მოძრაობაზე ზემოქმედებისათვის.

ფიქსატორის დანიშნულებაა, რომ ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდოს სახსრის მოძრაობა, რაც უზრუნველყოფს ყველა შემაერთებელი ქსოვილის სწორად განკურნებას.

მაგალითისთვის განვიხილოთ რამოდენიმე ფიქსატორის სახე და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:

ტერფის ფიქსატორი

ტერფის ორთოპედიული ფიქსატორები სასარგებლოა დაჭიმულობის თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად საშუალებას გაძლევთ იაროთ ან თუნდაც ირბინოთ თავისუფლად. ზოგიერთ შემთხვევაში, მას ასევე შეუძლია შეამციროს შეშუპება და ანთება.

მუხლის ფიქსატორი

მუხლი არის ადამიანის სხეულის დელიკატური ნაწილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყველაზე მეტად იტვირთება. მუხლები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ დიდი რაოდენობით წონის მხარდაჭერას მოძრაობის, სირბილის ან ტვირთის ტარებისას, მათზე ასევე მკვეთრად ზემოქმედებს სპორტის გავლენა. თქვენი ტერფები და თეძოები შეიძლება საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობდნენ და ამის კომპენსაცია მუხლებმა უნდა გააკეთონ.

მუხლის დაზიანებები უკიდურესად ხშირია და შეხორცების დროს სწორედ ორთოპედიული ფიქსატორები უზრუნველყოფენ სწორი მიმართულებით გამოჯანმრთელებას. ზოგიერთ შემთხვევაში, სპორტსმენები მუხლის სამაგრს პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ, რაც ხელს უშლის მუხლის არასათანადო მოძრაობას და დაზიანებების წარმოქმნას.

ახალი ხედვა“ - რას გვთავაზობს იგი?

შესაფერისი და სათანადო ფიქსატორის გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც სხეულის ნაწილის ეფექტური აღდგენისათვის, ისევე შემდგომი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის.

კომპანია „ახალი ხედვა“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის და მრავალფეროვანი არჩევანის ორთოპედიულ პროდუქტებს. მაღაზიათა ქსელში ასევე წარმოდგენილია ცალკე ხაზი ორსულებისთვისა და ბავშვებისთვის.

მომხმარებელს როგორც მაღაზიაში, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე შეუძლია შარჩიოს სასურველი პროდუქცია. მას ასევე საშუალება აქვს მიიღოს კონსულტაცია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ან ტელეფონის საშუალებით.

NS

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი