უკან

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 12:15
font-size

ახალი კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯია.

„ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით, არის ჩვენი ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უყარა კენჭი და რომელიც, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით გაიარა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების სამწლიანის ციკლი. მისი თქმით, საქართველომ პროგრესი განიცადა მედიათავისუფლებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიმართულებით.

„ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, ის ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება. ჩვენ გვჯერა, რომ ზემომოხსენებული მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე გამკლავება შესაძლებელია, უპირველეს ყოვლისა, თუ ჩვენ იმ საერთო ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვიქნებით, რომლებიც ემსახურება ევროატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

ამისათვის საქართველო ბევრ შიდა რეფორმას ახორციელებს. რეფორმები, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიდან ტრანსფორმირდა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ სამწლიანი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც კომპლექსურ პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო სფეროს რეფორმებს გულისხმობდა და გადავდივართ ახალ სამწლიან გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია ამ თვალსაზრისით.

ჩვენ განსაკუთრებული პროგრესი გვაქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების - მედიათავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოს - გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა. მედიათავისუფლების კუთხით, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 37 პოზიციით გავიუმჯობესეთ საერთაშორისო პოზიცია, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ორგანიზაციის შეფასების შესაბამისად. „ჰერიტიჯის ფონდის“ კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს პოზიციები, 2012 წელთან შედარებით, 38 ადგილით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

ანა მებურიშვილი

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

19 მაისი, 2019 , 20:42

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. დაიხურა საარჩევნო უბნები. ამომრჩევლებს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უკვე აღარ აქვთ. დღეს, თბილისშ

კახა კალაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

19 მაისი, 2019 , 11:40

ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაც

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი ეწვევა

19 მაისი, 2019 , 10:00

საქართველოს 19-21 მაისს, სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი, კრისტინ ლაგარდი ეწვევა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 მაისს სსფ-ის მმართველ დირექტორს საქართ

უკან არ დავიხევ და არც დამიხევია აქამდეც, მაგრამ ახლა გადმოვალ შეტევაზე - მიხეილ სააკაშვილი

19 მაისი, 2019 , 09:00

თუ ამ არჩევნებს ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით - ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვ

საქართველოში რიგგარეშე/შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

19 მაისი, 2019 , 08:29

პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის, 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა. დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის

საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში უსაფრთხოების კონფერენციის ღია დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

18 მაისი, 2019 , 13:00

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების კონფერენციის (LMC) ღია დისკუსიაში მონაწილეობა ესტონეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, ურსულა ფონ დე