უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 დეკემბერი, 2019 11:50
font-size

ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოსახლეობისთვის ტარიფების გაზრდას არ გამოიწვევს -კახა კალაძე

„თბილისის მიკროავტობუსსა“ და დედაქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა. როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოხდება ისე, რომ მოსახლეობას ტარიფები არ გაეზრდება.

„შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები. მინდა, ირაკლი ხმალაძეს და ყველა ადამიანს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, მადლობა გადავუხადო“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

„კომპანიას მართლაც აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და არანაირი რესურსი იმისთვის, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად თვალი ეხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემას, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვნით. ჩვენ და კომპანიამ მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს ვდებთ მემორანდუმს კომპანიასთან“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ხმალაძის განმარტებით, მერია და კომპანია ერთობლივად იწყებენ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას.

„ჩვენი კონცეფცია, რომელიც ერთობლივად უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ტარიფის ზრდა ეწინააღმდეგება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებას. უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკურ სპეციფიკაციებზე, გამოცხადდება ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე. ამ შესყიდვაას განახორციელებს მუნიციპალიტეტი, დედაქალაქის მგზავრებს მოემსახურება მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიკროავტობუსები“ ,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი