საზოგადოება


ახალი მოლაპარაკებები ვალების აღებასთან დაკავშირებით, არ იგეგმება - ივანე მაჭავარიანი
თანხები, რომელიც ჩვენ წელს მოვიზიდეთ, სრულად ჰყოფნის დასახელებული პროგრამების დაფინანსებას, ამიტომ განსაკუთრებული, ახალი მოლაპარაკებები ვალების აღებასთან დაკავშირებით, არ იგეგმება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, მომავალ წელს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შენარჩუნდება მაღალი საბიუჯეტო დეფიციტი.
„მომავალ წელს გაგრძელდება ყოველწლიური მოლაპარაკებები დონორებთან, როგორიც დაგეგმილია ყოველ წელს სხვადახვა პროექტისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ასევე გაგრძელდება იმ თანხების ჩამორიცხვა, რაზეც მიმდინარე, 2020 წელს მოვილაპარაკეთ. ისეთი გადაუდებელი რეაგირების პაკეტის მობილიზება, როგორიც წელს დაგვჭირდა, არ იგეგმება, რადგან უკვე გვაქვს საკმარისი თანხები, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ვალის შემცირებას იმ ტემპით ვეღარ დავიწყებთ, რომლითაც სხვა შემთხვევაში დავიწყებდით,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი რეპუტაცია, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა შეძლებს ახალი ფინანსური რესურსების მოზიდვას.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35