უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 მაისი, 2018 15:10
font-size

ახალი ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ნარკომომხმარებლების დახმარებას, მაგრამ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში უნდა იყოს უკომპრომისო - მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ნარკომომხმარებლების დახმარებას, მაგრამ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში უნდა იყოს უკომპრომისო.

"გიდასტურებთ, რომ გუნდში არის მსჯელობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენი მიდგომა იქნება მაქსიმალურად ტრანსპარენტული. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ რა თქმა უნდა, ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, საჭიროა მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მათზე. ჩვენ გვაქვს ახალი სტანდარტი ამ კუთხით დასამკვიდრებელი, მაგრამ რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ ბუნებრივია, კანონი იქნება ძალიან პრინციპული და ეს არის სწორედ საზოგადოების დაკვეთა. კომპრომისი ვერ იქნება, იმ საკითხების მიმართ, რაც ეხება ნარკორეალიზატორების საქმიანობას, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, აქ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა. მიდგომა, რომელიც დაკავშირებულია მათი ცხოვრების შეცვლასთან, მხარდაჭერასთან. ჩვენ გვაქვს დიდი მონაპოვარი თავისუფალი სიტყვის სახით და ჩვენ, როგორც დემოკრატიული მთავრობა, ვალდებული ვართ გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

არ ვიცი რატომ მახსენა, ვინმემ დაავალა, თქვენი სურვილი იყო - ეკა ბესელია მირზა სუბელიანზე

16 ოქტომბერი, 2018 , 16:05

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ვერ გაიგო, რატომ ახსენა მირზა სუბელიანმა მისი სახელი და გვარი უდოს კომისიასთან მიმართებაში. ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ სუბელიანს ეს დავალება ვინმესგა

კანონპროექტთან დაკავშირებულ მსჯელობაში ფართო საზოგადოება იქნება ჩართული - დავით სერგეენკო მარიხუანას კულტივაციაზე

16 ოქტომბერი, 2018 , 12:40

ჯანდაცვის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი და ის ასრულებს იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშ

რუს სპეციალისტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში - დავით სერგეენკო

16 ოქტომბერი, 2018 , 11:30

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება. როგორც დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული განცხადებ

„ქართული ოცნება“ არის მძევალი და ბიძინა ივანიშვილიც უკვე აღარ არის ლიდერი - გია ხიხაშვილი

16 ოქტომბერი, 2018 , 11:00

მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე, - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, რო

კიდევ ვცხოვრობთ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როცა გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერებს - სალომე ზურაბიშვილი

15 ოქტომბერი, 2018 , 14:35

დიდი იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დროს აღარ გვექნება ურთიერთობა ამ რაღაც ჩანაწერებით, – განაცხადა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერებ

კანონიერების თვალსაზრისით ძალიან სერიოზული კითხვები მაქვს - ეკა ბესელია

15 ოქტომბერი, 2018 , 14:35

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, "ქართული ოცნების

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`