უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 მაისი, 2018 12:15
font-size

ახალი რეგულაციები სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება - მამუკა ბახტაძე

კომერციული ბანკებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სწრაფ და ონლაინ სესხებზეც გავრცელდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას.

მისი თქმით, ჭარბვალიანობის საწინააღმდეგო თამაშის ახალი წესები ყველა ფინანსურ სექტორზე გავრცელდება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ პრობლემის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ, ფინანსური სექტორისთვის ერთიანი რეგულაციების არქონა იყო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, ამაში იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, ვინაიდან პრობლემის მნიშვნელოვანი მიზეზი სწორედ ასიმეტრიული რეგულაციები იყო, ფინანსური სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის. საბანკო სექტორს ჰქონდა თავისი რეგულაცია, არასაბანკო სექტორს, მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს თავისი, ონლაინსესხებზე სხვა რეგულაციები ვრცელდებოდა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს რა თქმა უნდა, იქცა გარკვეულწილად პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ. აქედან გამომდინარე, ის თამაშის წერსები, რომლებზეც მე ვსაუბრობ, შეეხება ყველას, მათ შორის, რა თქმა უნდა, სწრაფი და ონლაინ სესხების წარმომადგენლებსაც, ვინაიდან სწორედ ამ მიმართულების მიერ შექმნილმა ასეთი ტიპის მომსახურებებმა შექმნა უპირველეს ყოვლისა ის ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისათვის, დღეიდან კომერციული ბანკებისთვის ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

სებ-ის ინფორმაციით, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “Georgia`s Natural”-ის ბრენდი გამოჩნდა

3 აგვისტო, 2020 , 16:20

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია “Georgia`s Natural”-მა ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი ბრენდით გამოჩნდა. კომპანია უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული

ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

3 აგვისტო, 2020 , 14:45

საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე -&nb

ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა - ნათია თურნავა

31 ივლისი, 2020 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ივნისში საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან ვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა. „ყველა სირთულის მიუხედავად, ივ

საქართველოს ბანკის ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

31 ივლისი, 2020 , 16:25

საქართველო ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკის, აწარმოე საქართველოსა და „ზოდი“-ს ქვის საწარმოს პარტნიორობით კომპანიამ შემდგომი განვითარების მიზნით, რამდენიმე დაზგა-დანადგარი შ

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა

31 ივლისი, 2020 , 11:35

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ექვსი თვის

ანაკლიის კონსორციუმი ცდილობს საკითხის პოლიტიზებასა და ხელის შეშლას ახალი ინვესტორის მოძიებაში - ნათია თურნავა

30 ივლისი, 2020 , 17:15

„როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია - ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე