უკან

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2016 17:10
font-size

ახალი სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევა“ პროდუქტების გაყიდვას იანვრიდან თიბისი ბანკის ქსელში იწყებს

სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ რებრენდინგი დასრულებულია და ის „თიბისი დაზღვევის“ სახელით გააგრძელებს ოპერირებას.

არსებული კლიენტებისათვის მომსახურების პირობები არ იცვლება და ყველა პოლისი უცვლელად დარჩება ძალაში. ახალ მომხმარებლებს სადაზღვევო პროდუქტების შეძენა „თიბისი დაზღვევის“ ოფისებში უკვე შეუძლიათ, 2017 წლის 3 იანვრიდან კი პროდუქტები თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.

მალე „თიბისი დაზღვევის“ პროდუქტების შეძენას მომხმარებელი დისტანციურადაც შეძლებს.

როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, „თიბისი დაზღვევის“ სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა კომფორტული იქნება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის. მომხმარებლებს შესთავაზებენ გამარტივებულ პროცედურებს როგორც შეძენის, ისე ანაზღაურების პროცესში, ასევე სანდო, დროულ და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას. გარდა ამისა, კომპანია ორიენტაციას გააკეთებს დისტანციურ მომსახურებაზე. თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტები, გაყიდვების თანამედროვე არხები და მომსახურების მაღალი ხარისხი იქნება „თიბისი დაზღვევის“ კონურენტული უპირატესობა.

ამ ეტაპზე „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის, ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის, ტვირთების, უმუშევრობის, სამოგზაურო დაზღვევას და სხვა სადაზღვევო პროდუქტებს. მომავალში „თიბისი დაზღვევა“ აპირებს, რომ გაააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების არეალი და შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს ახალიც დაამატოს.

„კოპენბური“ თიბისი ბანკმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სადაზღვევო ბაზარზე შესვლის სტრატეგიული გადაწყვეტილების შედეგად შეიძინა. ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანიის რებრენდინგი, რომლის დასრულების შედეგად „თიბისი დაზღვევა“ სამი იანვრიდან უკვე ახალ არხში - თიბისი ბანკის ქსელში იქნება წარმოდგენილი.

„თიბისი დაზღვევაში“ 8 მლნ ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი და თანხის დიდი ნაწილი მომსახურების დიჯიტალიზაციას და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას მოხმარდება.

კომპანიის არსებული ოფისები აგრძელებს მუშაობას, მომხმარებელს „თიბისი დაზღვევის“ 300-მდე თანამშრომელი მოემსახურება.

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი