უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2017 16:20
font-size

ახალი საგანმანათლებლო პროგრამა - „ვისწავლოთ თურქული ენა მუზეუმში“

ხვალ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია „ვისწავლოთ თურქული ენა მუზეუმში“, რომელიც გულისხმობს თურქული ენის შესწავლას მუზეუმის ექსპოზიციის საშუალებით.

აღნიშნულ პროგრამას საფუძველი ჩაეყარა თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუსა და მისი მეუღლის, ქალბატონ სიმაი გუმრუქჩუს ინიციატივით. მათ ხელი შეუწყვეს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრსა და იუნუშ ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრს შორის.

ამ ინიციატივის ფარგლებში ერთობლივად მომზადდა სასწავლო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობს ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და, ამავდროულად, დაეხმარება თურქული ენის შესწავლაში. ანალოგიური ინიციატივა პირველად რამდენიმე წლის წინ დაინერგა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა თბილისის გოეთეს ინსიტუტს შორის და დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოხარულია, რომ ეს წარმატებული გამოცდილება ახლა უკვე თურქული კულტურის ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს თურქეთის საელჩოსთან საქართველოში. თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო არაერთი გამოფენა, საჯარო ლექცია თუ კონფერენცია, სპეციალისტთა გაცვლითი პროგრამა და სხვა. უკანასკნელ წლებში მუზეუმის კოლექციას, საელჩოსა და თურქ ხელოვანთა კეთილი ნებით, შეემატა რამდენიმე ექსპონატი. აღნიშნული ღონისძიებები ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის განვითარების საქმეს ემსახურება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. პრეზენტაციის ფარგლებში ჩატარდება პირველი საჩვენებელი გაკვეთილი.

კლუბური ნარკოტიკები ძალიან საზიანოა, ეს პრეპარატები ხშირი მოხმარების შემთხვევაში ადამიანის ინტელექტუალურ ფუნქციებს აქვეითებენ - ნარკოლოგი

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

ნარკოლოგ თათა ასათიანის განმარტებით, ნარკოლოგები ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიებად არ ყოფენ, რადგან ორივე ჯგუფი საზიანოა ადამიანისთვის. მისივე თქმით, ხშირი მოხმარების შემთხვევაში ე.წ. კლ

საპროტესტო აქციის გამო, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

იუსტიციის სახლთან, დღეს, დილის 09:00 საათიდან მიმდინარე აქციის გამო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მორატორიუმის ნაწილობრივ გაუქმებას ეხება, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება. შექმნილი ვითარების

საქართველოში უწყებებს არ შეუძლიათ ეფექტური მოქმედება კორუფციის წინააღმდეგ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

ბოლო პერიოდში გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევები და მათზე ხელისუფლების რეაგირება ცხადყოფს, რომ საქართველოში შესაბამის უწყებებს ამჟამად არ შეუძლიათ ეფექტური მოქმედება კორუფციის წინააღმდეგ მაშინ, როდეს

მიწების უცხოელებზე გასხვისების მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში ძალას დაკარგავს - გელა ხანიშვილი

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებული მორატორიუმის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხუთ დღეში იურიდიულ ძალას დაკარგავს, შესაბამისად, მიწის გასხვისები

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი, 2018 , 14:50

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიღების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და გაეროს ოფისმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან და

ქართულ ღვინოზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება პოლონეთში გაიმართა

10 დეკემბერი, 2018 , 14:00

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ (OUR BLOOD IS WINE) ჩვენება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`