უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2018 12:15
font-size

ახალი სატრანსპორტო კვანძი - ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სამუშაოები იწყება

საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, დღეს ახალი სატრანსპორტო კვანძი მოწყობის სამუშაოები იწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თბილისში, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მილიონ 700 ათასი ლარი ეღირება. სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს. მსგავსი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი და მათი ურბანული საჭიროებები ქალაქში მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი, მასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების მიუხედავად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

„შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც ეს 50 წლის წინ იყო, როცა დედაქალაქში რამდენიმე მანქანა დადიოდა. გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. მხოლოდ ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობით, არსებულ სატრანსპორტო, მათ შორის, საცობების პრობლემებს ვერ გადავჭრით, თუმცა ამ მხრივ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების გაცემაზე უარის თქმა, ასევე, ხეების გადარგვა და მოჭრაც, რამაც შეიძლება მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სახალხო დამცველის მოხსენება ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

16 იანვარი, 2019 , 17:36

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარა

ტოჩინოშინს „საპარტნიორო ფონდმა“ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალზე პრიზი გადასცა

16 იანვარი, 2019 , 17:30

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ხელაიამ 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალზე ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს სპეციალური პრიზი გადასცა. არაოლიმპიურ სახეობ

მიკროავტობუსების 6 ხაზზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალება

16 იანვარი, 2019 , 16:33

თბილისის მთავრობამ მიკროავტობუსების ერთი ახალი მარშრუტის ამოქმედების, ექვს მარშრუტში ცვლილებისა და ერთი მარშრუტის გაუქმების საკითხი განიხილა. ახალი - N69 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ კრწანისის

თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო

16 იანვარი, 2019 , 16:19

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებას პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შედეგები გააცნო. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დ

განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს

16 იანვარი, 2019 , 16:16

საქართველოს განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინ

რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის - მიხეილ ბატიაშვილი

16 იანვარი, 2019 , 15:26

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. უხლოეს დღეებში, რეფორმის კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას თავად მინისტრი მიხეილ ბატიაშვი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`