უკან

საზოგადოება

14 აგვისტო, 2018 17:50
font-size

ახალი შესაძლელობა სტუდენტებისთვის - სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირებას 15-ი სტუდენტი გადის

„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუტმეტი სტუდენტი სტაჟირებას „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გადის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ტურიზმის სფეროში სასტუმროს სერვისის მიმართულებით სტაჟირების შემდეგ შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია თსუ-ს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებას აძლევს, „საპარტნიორო ფონდი“ კი მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს.
„საპარტნიორო ფონდის“ მიზანია, მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ სპეციალისტები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ მიღებული, რაც ამ სექტორში სერვისის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. კვლევები ცხადყოფს, რომ ამ პროფესიის ადამიანის მაღალი ანაზღაურებით დასაქმების შანსი მაღალია, თუმცა, დაინტერესების მიუხედავად, სტუდენტების დიდმა ნაწილმა ნაკლებად იცის თუ რას სთავაზობს ტურიზმის მიმართულებით მას ადგილობრივი ბაზარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ 13-დან 27 აგვისტოს ჩათვლით სტაჟირებას გაივლიან. ეს არის მათთვის ახალი შესაძლებლობა და შანსი ამ სფეროში დასაქმების გარანტიისთვის“, განაცხადა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის მემორანდუმს ხელი ამა წლის 5 ივლისს მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი