უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ოქტომბერი, 2017 10:15
font-size

ახალი შეზღუდვები მძღოლებისთვის 50-დან 100 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, სამ თვეზე მეტი ვადით გზებზე მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება.

კოდექსში შესატანი ცვლილებების ავტორები გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა არიან.

ცვლილებების მიხედვით, ასევე იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზონაში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, პროექტით, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა, იკრძალება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

„საქართველოს ტერიტორიებზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისს რეგულაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი წესი შეიმუშაონ, რომელიც დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად. ამასთან, ქვეყნის მსხვილ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემდგომი განვითარების მიზნით, ეტაპობრივად ინერგება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი მოძრაობის სპეციალური ზოლები. ხშირია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხებას იწვევს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუსინდელ სხდომაზე მოხდა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსი მეორე კვარტალში 0.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

23 სექტემბერი, 2020 , 12:40

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მშენებლობების ღირებულების ინდექსის ზრდის გამო, მიმდინარე მშენებლობების თვითღირებულება გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება

23 სექტემბერი, 2020 , 12:20

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 34. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე

გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობს

23 სექტემბერი, 2020 , 12:20

სს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის 

გარდაცვლილ 24-ე პაციენტს ტესტირებით კორონავირუსი აღარ უფიქსირდებოდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა - მარინა ენდელაძე

23 სექტემბერი, 2020 , 12:20

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 24-ე პაციენტი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, თბილისის ინფექციურ საავამყოფოში მკურნალობდა, მას მძიმე თანმხლები დაავადებები

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა

23 სექტემბერი, 2020 , 11:55

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯ

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი

23 სექტემბერი, 2020 , 11:13

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.