უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 დეკემბერი, 2017 13:55
font-size

ახალი წლის დღეებში გარევაჭრობისთვის თბილისში სპეციალური ადგილები გამოიყო

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარევაჭრობა დედაქალაქში შესაბამის ლოკაციებზე 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება ნებადართული.

კერძოდ, საახალწლო გარევაჭრობისთვის ადგილები დედაქალაქში შემდეგ მისამართებზე გამოიყო:

გლდანი-ნაძალადევი:

მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა;
მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ;
თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
გურამიშვილის გამზირი;

დიდუბე:

„დინამოს“ ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა): ტრანსპორტის ქუჩა;
დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;

ვაკე-საბურთალო:

„დელისის“ მეტროს მიმდებარედ;
მეტრო „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ;
ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ: შარტავას ქუჩა;
სპორტის სასახლის მიმდებარედ;

ისანი-სამგორი:

ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;
ვაზისუბანი: I მრ/რ. მე-12 კორპუსის მიმდებარედ;
ვაზისუბანი: ვ. კუპრაძის ქუჩა N10;
მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა;

მერის მოადგილის თქმით, აღნიშნულ ლოკაციებზე უსაფრთხოებასა და ზედამხედველობას მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0463 ლარი გახდა

2 ივლისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0567 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო

2 ივლისი, 2020 , 17:35

ტელეკომპანია „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო, - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა ჩემო ძვირფასო სახელმწიფო: ინკასო „კავკასიის&ldq

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან საოპერაციო ჯილდო მიიღო

2 ივლისი, 2020 , 17:25

Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკ

4 ივლისს, მოძრაობის „არა ონის კასკადს“ ორგანიზებით, აქცია გაიმართება

2 ივლისი, 2020 , 17:05

4 ივლისს, ქალაქ ონში, მოძრაობის „არა ონის კასკადს“ ორგანიზებით, ონის ჰესების კასკადის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც მოძრაობაში- „არა ონის კასკადს“ აცხადებენ, მათი მოძრ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა ესეების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა

2 ივლისი, 2020 , 17:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ ინაიშვილი კამპანია - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ მიერ გამოცხადებული ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსის გამარჯვებული გახდა. სტუ-

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

2 ივლისი, 2020 , 16:40

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური და პირადი მონაცემების მითითებისას. ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე