უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 დეკემბერი, 2016 11:50
font-size

ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში თბილისის ქუჩები არ გადაიკეტება - დავით ნარმანია

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქის ქუჩები არ გადაიკეტება.

როგორც ნარმანიამ მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი წლის ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება.

„გასულ წელს ახალი განათებებით მოირთო რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირები. წელსაც გვექნება ამ თვალსაზრისით სიახლეებია და დამატებითი ახალი საახალწლო ილუმინაციებით მოირთვება აეროპორტის გზა და აღმაშენებლის გამზირი. მათ შორის განახლებული აღმაშენებელი, ასევე პეკინის ქუჩაზე განახლდება მოძველებული განათებები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი „დედაენის ბაღში" გაიმართება.

„წელს ჩვენ განსხვავებულად დავგეგმეთ ახალი წლის ღონისძიებების ლოკაციები, შესაბამისად, ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში არ გადაიკეტება დედაქალაქის ქუჩები. ძირითადი საახალწლო ღონისძიებები „დედაენის ბაღში" გაიმართება. „დედაენის ბაღი", როგორც საახალწლო ქალაქი ისე მოეწყობა და შესაბამისად, 25 დეკემბრიდან დაიწყება იქ ძირითადი საახალწლო ღონისძიებები, როგორც კულტურული, ასევე გასართობი ფორმატის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

31 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება.

ნინო ექვთიმიშვილი

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც

თბილისში კარვების მოწყობას არ ვაპირებთ, თუმცა დღეს და ხვალ იუსტიციის სახლის უკან შესაბამის სივრცეში მოქალაქეებს ნიმუშების აღება შეეძლებათ - ამირან გამყრელიძე

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის მსგავსად თბილისში არ იგეგმება კარვების მოწყობა, სადაც მოქალაქეები კორონავირუსზე ტესტის აღებას შეძლებენ. თუმცა, გამყრელიძის გან

ინფიცირების რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, რამდენად დაიცავს თითოეული ჩვენგანი წესებს - ნათია მეზვრიშვილი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საზოგადოებას მსურს მოვუწოდო, ყველა წესი, რომელიც მოქმედებს, ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო და რომლის დაცვისკენაც ყოველდღიური მოწოდებები ჩვენი მხრიდან ისმის, მაქსიმალურად დაიცვათ, - ამის შესახებ მ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

სპეციალური პენიტენციური სამსახური N8 (გლდანის) დაწესებულებაში პატიმრების მიერ თვითდაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ გლდანის ციხეში ე.წ. გარჩევა

ხვალ ეროვნული ბანკი 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, - ამის შესახებ ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინა სავალუტო აუქციონი სებ-მა 16 სექტემბერს გამართა და 40 000 0

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

22 სექტემბერი, 2020 , 15:40

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.