უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

13 დეკემბერი, 2017 14:20
font-size

ახალი წლის პერიოდში გაუფასურება შეიძლება ისევ იყოს, თუმცა 2,75 ნიშნულზე ქვემოთ გაუფასურება მოსალოდნელი არ არის - ნიკა შენგელია

ფინანსისტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ლარის ამჟამინდელი გამყარების პროცესი დროებითია და ახალი წლის პერიოდში კურსის დაცემა ისევ მოხდება.

„ეფიქს ჯგუფის" ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვალებადობის მიზეზი წინასაახალწლო პერიოდთან ერთად შემცირებული ტრანზაქციების მოცულობაც არის.

„არასატაბილურობის ერთ-ერთი რეალური მიზეზი არის ის, რომ ახალი წელი ახლოვდება, ტრანზაქციების მოცულობამ მოიკლო. ამასთან, გვაქვს პოლიტიკური ფაქტორები. ეროვნულმა ბანკმა პარლამენტში გაფრთხილება მიიღო, რომ კომერციული ბანკების მიერ კურსით სპეკულირება დაარეგულიროს. შეიძლება ამ ყველაფრის ფონზე კურსი გამყარდა. ჩვენი მოლოდინები ასეთია, რომ ახალი წლის პერიოდში გაუფასურება შეიძლება ისევ იყოს, თუმცა 2,75 ნიშნულზე ქვემოთ გაუფასურება მოსალოდნელი არ არის“, - აცხადებს შენგელია.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარება-გაუფასურებით მცირე ბიზნესმა და მოსახლეობამ იზარალა, კომერციულმა ბანკებმა კი - პირიქით.

„მკვეთრი გაუფასურება და მკვეთრი გამყარება ყველაზე მეტად კომერციულ ბანკებს აწყობთ და ეს მათ სპეკულირების საშუალებას აძლევს. მათი მთელი შემოსავალი სწორედ ამაზეა აგებული. ამიტომაც არის, რომ ბანკის მოვალეთა რიცხვი დღიდან დღემდე მატულობს. კომერციული ბანკების ხელშია „ბლუმბერგის“ ტერმინალი. ეროვნული ბანკი კი ლარის კურსთან დაკავშირებით ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ გრძელვადიან პერიოდში ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება კარგად იყოს კიდეც, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობას, მცირე ბიზნესს, იმპორტიორებს კურსის მერყეობის გამო დიდი ზარალი მიადგათ“, - აღნიშნავს შენგელია.

კითხვაზე, ახლა, როდესაც ლარი მყარდება, ხომ არ არის მოსალოდნელი პროდუქტების გაიაფება, ეკონომისტი განმარტავს, რომ პროდუქცია უკვე ქსელშია გაშვებული და მისი გაიაფება მომავალი წლის 20 იანვრამდე გამორიცხულია.

„იმპორტიორებმა რაც უკვე ქსელში გაუშვეს, იმ კურსზე იყო გათვლილი, რაც ბოლო პერიოდში გვქონდა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ფასების დაწევას არ უნდა ველოდოთ. პროდუქტის გაძვირება ხდება უფრო მალე, ვიდრე მისი გაიაფება. მომავალი წლის 20 იანვრამდე არაფერი გაიაფდება. თუ ლარი კიდევ გამყარდება, ამ შემთვევაში შეიძლება ველოდოთ გაიაფებას და ისიც ახალი წლის შემდეგ. იმ ფონზე, როდესაც საწვავზე, პროდუქტზე ფასები აწეულია, ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელიც დარღვეულია, კარგი იქნება, თუ პარლამენტი ლარის კურსის რეგულაციას ეროვნულ ბანკს დაავალებს და ეს შესაბამის კანონში აისახება. ამისი იმედი ნაკლებად გვაქვს, რადგან კომერციული ბანკების ოლიგოპოლიურ სისტემას პარლამენტში ძალიან დიდი ლობი ჰყავს“, - აცხადებს ნიკა შენგელია.

წყარო კომერსანტი

საკვანძო სიტყვები:

ევროკომისია მზად არის დაგვეხმაროს საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლებაში - გიორგი ქობულია

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცთან შეხვედრა გამართა, სადაც ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული მნი

ევრორეგულაციების დანერგვა საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა ბულცი

21 სექტემბერი, 2018 , 10:35

„დღევანდელი შეხვედრა მართლაც კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას მყარი საფუძველი აქვს“ - ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ვიოლეტა

გიორგი ქობულიამ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბრიუსელში DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება)-ის პირველ არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

20 სექტემბერი, 2018 , 09:00

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6179 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2018 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.6179 იქნება. 19 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.6188 ლარი იყო. 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0606 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგს აქვეყნებს

19 სექტემბერი, 2018 , 17:10

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 19 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა.

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`