უკან

ეკონომიკა

13 იანვარი, 2017 12:20
font-size

ახალი ცვლილება გადასახადის გადახდისგან თავის არიდების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს - ფინანსთა სამინისტრო

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, 2017 წლიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ განისაზღვრა საკომპენსაციო თანხის ( ე.წ. „ავანსის“) გადახდის მომენტი, თუკი თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე განხორციელდა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული ცვლილების შეტანა რამდენიმე გარემოებიდან გამომდინარეობს. მათ შორისაა, როგორც საერთაშორისო ვალდებულება, ისე გადასახადისგან თავის არიდების გახშირებული შემთხვევები. კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დღგ-ის მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროპის საბჭოს №2006/112 დირექტივასთან. აღნიშნული მუხლი აწესრიგებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხებს. დირექტივის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება წინასწარი გადახდა (ავანსი), დღგ კი ერიცხება მიღებული თანხის ოდენობას და გადაიხდება გადახდის მიღების მომენტში.

გარდა ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არსებითად წინ უსწრებს თვითონ საქონლის მიწოდებას. არსებული პრაქტიკით, პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემდგომ დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, როდესაც საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს კუთვნილი გადასახადის თანხა ოპერაციის დაბეგვრის მომენტში უკვე გახარჯული აქვს. ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეის მდგომარეობით კომპანიებს ერიცხებათ ასობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია იმ მიზეზით, რომ დაბეგვრის მომენტში გადასახადის თანხა კომპანიებს აღარ გააჩნდათ, რის გამოც მისი ადმინისტრირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც ასევე იწვევს ბაზარზე არათანაბარი კონკურენციის პირობებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიზანსაც აქამდე არსებული ორმაგი მარეგულირებელი ნორმის გასწორება წარმოადგენდა. ეს საკითხი განხილული იყო ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით, მათთან, ვისაც უშუალოდ შეეხება აღნიშნული ცვლილება.

საგადასახადო კოდექსის ცვლილებამ მოაწესრიგა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც იძლეოდა გადასახადის გადახდის თავიდან არიდების შესაძლებლობას და ის ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა, - აცხადებდ ფინანსთა სამინისტრო.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი