უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
რეგიონები
„ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიწების გასხვისებას აპროტესტებს 20.08.2012 18:23

„ახალი მემარჯვენეების“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზესტაფონის მაცხოვრებელთა კერძო საკუთრებაში არსებული მიწების უკანონოდ გასხვისება გააპროტესტა.

„აუქციონის წესით სოფელ ზედა წევაში ეკონომიკის სამინისტრომ 4 ჰექტარი მიწა გაყიდა, ხოლო ზედა საქარაში - 10 ჰექტარი. მოსახლეობას ეს მიწები მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, თუმცა მათ არ გააჩნდათ შესაბამისი ინფორმაცია, რომ საკუთრება საჯარო რეესტრში უნდა გაეტარებინათ. ეკონომიკის სამინისტრომ კი მოსახლეობის ქონება უკანონოდ გაასხვისა. ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ სასამართლოში ჩივილის შემთხვევაში, იურიდიულ კონსულტაციას გავუწევთ და გვერდზე დავუდგებით“ - განაცხადა კახა შავგულიძემ.