უკან
პოლიტიკა
30 ოქტომბერი, 2018 15:00
ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ
ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საარჩევნო შტაბის უფროსი აშოტ რაისიანი თავდამსხმელებმა ხელკეტებით სცემეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
თვითმხილველებმა რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ შტაბში ხელკეტებით შეიარაღებული რამდენიმე პირი შევარდა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა.
მათივე განცხადებით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან. გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი არჩევნების შედეგები გახდა.